ზურაბ ჩხაიძე: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ პერსონალურად ჩაერთო ამ თემაში. ნამდვილად ეს იყო დროული და სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს. შედეგებს უყურებთ თქვენ.
რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ნამდვილად ჩვენთვის იყო დისკომფორტი, როდესაც ვაწარმოებთ გარკვეულ პროდუქციას და დახლზე ასეთი მაღალი ფასი აქვს. რა თქმა უნდა, აქ ჩარევაა საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის დონეზე უნდა იყოს და გარკვეული რეგულაციაც უნდა არსებობდეს.
ამისათვის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ალბათ ჩვენი მაღაზიის მიმართულების განვითარებით წავალთ, რათა შევინარჩუნოთ ფასი. თუმცა ეს პრობლემას სრულად ვერ აღმოფხვრის. ყველა ქსელში უნდა იყოს წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, რაზეც მოთხოვნა არსებობს” | ამბობს “კახური ტრადიციული მეღვინეობის” დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე.
მის კომენტარს BMG ავრცელებს.