ზურაბ ჩიკვილაძე – მუნიციპალური პროგრამები თოდუას კლინიკაში წარმატებით ხორციელდება

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე კომისიის წევრებთან ანა კაკაბაძესთან და ნათია მოდებაძესთან ერთად თოდუას კლინიკას ეწვია.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დედაქალაქის იმ ერთ-ერთ კლინიკათაგანია, სადაც მუნიციპალური პროგრამები წარმატებით ხორციელდება.
„მსგავსი კლინიკების არსებობა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. პაციენტზე ორიენტირებულობა, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, პროფესიონალთა გუნდი – ამ კომპონენტთა ერთობლიობა პაციენტისათვის კომფორტულ გარემოს ქმნის.
ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები და მზარდი ბიუჯეტი მოქალაქეებზეა მორგებული. ამ სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა კი უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც თბილისის მერია დედაქალაქის მცხოვრებთათვის საჭირო კვლევების თანადაფინანსებას ახორციელებს. მსგავსი სერვისების არსებობა კი ჩვენი საზოგადოების წევრების ჯანმრთელობის გარანტიაა“, – განაცხადა კლინიკაში სტუმრობისას ზურაბ ჩიკვილაძემ.
მათივე ცნობით, კლინიკაში ყოფნისას ზურაბ ჩიკვილაძემ მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა და ყურადღება მუნიციპალური პროგრამების სტრატეგიის განსაზღვრაში სამედიცინო პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს