IRI-ს დასკვნაზე-ვერაფერს უხერხებენ “ეუთოს” დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ. სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა. აი ისეთმა, როგორიც “IRI”-ისა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ახასიათებდათ

ზურაბ ქადაგიძე IRI-ს დასკვნაზე-ვერაფერს უხერხებენ “ეუთოს” დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ. სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა. აი ისეთმა, როგორიც “IRI”-ისა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ახასიათებდათ
“ხალხის ძალის” წევრი საპარლამენტო არჩევნებზე IRI-ის დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის გასაბათილებლად გამოაქვეყნეს.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამით ვერც “ეუთოს” მისიას ჩაანაცვლებენ და ვერც რეალობას შეცვლიან.
“ვერაფერს უხერხებენ “ეუთოს” დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ.
რესპუბლიკური ინსტიტუტის, ყველა ბოლო კვლევა, რომ 10%-იანი ცდომილებით ხასიათდებოდა და სოციოლოგიის მაგიერ, აზრის ფორმირებას ემსახურებოდა, ჰგონიათ საქართველოს მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ?!
26 ოქტომბრის ს მაღალი აქტივობა და სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, მიუხედავად სამი ვადისა, სწორედ ორმაგმა სტანდარტებმა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უბრალოდ, უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა.
აი ისეთმა, როგორიც “IRI”-ისა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ახასიათებდათ, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ამიტომაც გამოაგორეს ახლა, რომ რამენაირად “ეუთოს” დასკვნა გააბათილონ.
რეალობა ერთია – მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ კონკრეტულად, მკაფიოდ დადო დასკვნა, რომ შედგა.
ახლა, რამდენიც გინდათ იჟონგლიორეთ, ვერც “ეუთოს” მისიას ჩაანაცვლებთ და ვერც რეალობას შეცვლით. ხვალ “NDI” გამოვა და დაგვმოძღვრავს, ზეგ ალბათ, “ჰელსინკის კომისია” და ასე გააგრძელებენ ყეფას…არა და ქართული ქარავანი კარგა ხანია თავის გზას გაუყვა !”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით