ზურაბ ქადაგიძე: ყველა ევრო-ნაძირალა რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში, ისე, ჩვენს „ძაან ევროპელებს“ ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი, ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად?

ზურაბ ქადაგიძე: ყველა ევრო-ნაძირალა რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში, ისე, ჩვენს „ძაან ევროპელებს“ ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი, ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად?
ეს ხომ გახსოვთ რომელია?! ნაც-რეჟიმის ლობისტი რომ იყო და მისი ცოლის კომპანია, საქართველოს ბიუჯეტზე ეჯდა სააკაშვილს, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, , შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
ქადაგიძის განცხადებით, ყველა “ევრო ნაძირალა” და კორუმპირებული პერსონა, საქართველოში რადიკალიზმის წამახალისებელია, მათ რიცხვშია ბილდტიც. მისივე თქმით, ქართული ლიბერალური ელიტა ისეთი უსამშობლოა, თუ „ბილდტები და კუბილიუსები” იტყვიან, შვილებსაც კი გასწირავენ.
„ეს ხომ გახსოვთ რომელია?!
ნაც-რეჟიმის ლობისტი რომ იყო და მისი ცოლის კომპანია, საქართველოს ბიუჯეტზე ეჯდა სააკაშვილს.
როდესაც მიშა დაიჭირეს, ჯერ მის ჯანმრთელობაზე და მერე სასამართლოზე წუხდა, რომ არ შეიძლებოდა სააკაშვილის გასამართლება.
მოკლედ, ყველა ევრო-ნაძირალა და კორუმპირებული პერსონა, რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში.
ისე, ჩვენს “ძაან ევროპელებს”, ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი – ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად?
თუმცა, ჩვენი “ლიბერალური ელიწა” ხომ ისეთი უსამშობლოა, ოღონდ ბილდტებმა და კუბილიუსებმა თქვან, საკუთარ შვილებს დაკლავენ მსხვერპლად!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასაკლაო არავის არ უნდა მოუწყო, არც ცოცხალ ლეგენდას და არც ჩვეულებრივ მოქალაქეს. მაგრამ რად გინდა, ამას ან ვერ გააგებინებ ან არ გაიგებენ ისინი, ვინც დღესაც უცხო ქვეყნის დროშებითა და კარნახით დარბიან ქუჩებში, ხოლო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხმას არ იღებენ

ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქ იდგა, მომწერა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს იმ ღამეს და მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო – როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი