ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს: თქვენ რომ მოქალაქეებს აბულინგებთ, სხვადასხვა ვებგვერდზე აქვეყნებთ და მოღალატეებს უწოდებთ, იმათ არ ჰყავთ ოჯახი თუ ღირსების შებღალვა მხოლოდ თქვენ შემთხვევაში არსებობს?

ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს: თქვენ რომ მოქალაქეებს აბულინგებთ, სხვადასხვა ვებგვერდზე აქვეყნებთ და მოღალატეებს უწოდებთ, იმათ არ ჰყავთ ოჯახი თუ ღირსების შებღალვა მხოლოდ თქვენ შემთხვევაში არსებობს?
„რა ოხერი რამეა კარმა, არა? ლЯკა ხოშტარიასა და გირჩ ზურაბას სახლთან გაუკრეს ფოტოები, მათი რეალური სახის გამოხატულებით“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სახლებთან გაკრული პლაკატების შესახებ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები, ხოშტარია და ჯაფარიძე, თავად აბულინგებენ საზოგადოებას და მოღალატეებს უწოდებენ მათ, შესაბამისად, რაც დათესეს, იმას იმკიან.
„რა ოხერი რამეა კარმა, არა? ლЯკა ხოშტარიასა და გირჩ ზურაბას სახლთან გაუკრეს ფოტოები, მათი რეალური სახის გამოხატულებით… ახლა, ირბინეთ ტელევიზიებში და აპროტესტეთ – სახლი და ოჯახი რა შუაშიაო… თქვენ რომ მოქალაქეებს აბულინგებთ, სხვადასხვა ვებგვერდზე აქვეყნებთ და მოღალატეებს უწოდებთ, იმათ არ ჰყავთ ოჯახი თუ ღირსების შებღალვა მხოლოდ თქვენ შემთხვევაში არსებობს? რასაც დასთესთ, იმას მოიმკით და ფრთხილად, იმაზე მეტი არ მიიღოთ, რასაც რეალურად იმსახურებთ…,“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა