ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
“ღლიცინის” გარეშე შევხედოთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაჭერას, 650 მილიონის “გათეთრებას” და სხვა მოვლენებს.
1. თავდაცვის მინისტრი (2021-2024 წლები) და მანამდე კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ფინანსების კუთხით (2019-2021 წლები) რომ კორუფციაშია, ვინ მოთხოვდა “მეორე ფრონტის” გახსნას ამ ბედოვლათებს?
უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, ბურჭულაძის მინისტრობისას.
და ბურჭულაძე თავადაც ამტკიცებდა, რომ “მეორე ფრონტის” გახსნას სთხოვდნენ.
ვინ ნორმალური მოთხოვდა ამათ რამეს? ასეთი “მოკავშირეები” პირიქით ხელს შეუშლიდნენ უკრაინას.
2. როგორ მოხდა, რომ “ყოვლისშემძლე” “დიფ სტეიტი” ებრძვით და ვერაფერს აკლებთ “ქართულ ოცნებას”, თუ საზღვარზე 650 მილიონი დოლარის გადმოტანა შეიძლება მანქანების საბარგულებით?
საცერივით საზღვარზე ამდენი ფული შემოიტანა ვიღაც ჭიჭიკომ და “ბლექროქმა” ვერ შემოიტანა 2 დრონი და ვერ ძუძგა ამათ?
3. 2022 წელს მთლიანად ამერიკის ფულადი დახმარება იყო 115 მილიონი დოლარი. 2023 წელს 145 მილიონი, 2024 წელს 174 მილიონი. სულ 434 მილიონი დოლარი.
თან ეს იყო არა ამერიკული არასამთავრობოების, არამედ მთლიანად ამერიკის დახმარება. ერთი ქვეყნის დახმარება მეორისთვის.
ეს ინფორმაციაა ღიაა და ხელმისაწვდომია.
ვიღაც ჭიჭიკომ შემოიტანა 200 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე მთლიანად ამერიკა დაეხმარა საქართველოს და თქვენ არასამთავრობოებს მიადექით? ლოღიკა?
მე იმ 650 მილიონი დოლარის შემოტანა და “გათეთრების” კი მჯერა, იზამდით.
ბოლო-ბოლო ამდენი “ქოლ ცენტრების” გადამკიდე, ეგ საერთოდ არაა რთული წარმოსადგენი, მაგრამ ამ ყველაფრიდან უბრალოდ გამოდის რომ სრულიად მოშლილი გაქვთ და ჩამოშლილი სახელმწიფო.
სხვა არაფერი.
ნუ ჰო, კინაღამ დამავიწყდა.
გახარია დაგანიშნინათ კიდევ “დიფ სტეიტმა”. ვაი თქვენს პატრონს უბედურს.
ვიცი რომ “ქოცები” ამდენს არ კითხულობენ. სხვებს შეგიძლიათ დაუმარცვლოთ და გაუშალოთ