ზურაბ ფარჯიანი: 14 მილიონი დოლარის უძრავი ქონება რომ გაქვს და “ნავთობის და გაზის კორპორაცია”-ში ხარ “დასაქმებული”, რაღაც გამოგონილ თანამდებობაზე. ტეხავს ადამიანო

ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
ღორობა, “მეშჩანობა” და სიძუნწე არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი თვისება ადამიანში.
თუ გახსოვთ, წინა წელს, მილიონერმა ქოცმა დეპუტატმა რომ ტელეფონის დამტენი იყიდა ბიუჯეტის ხარჯით. აი ეგ მძულს და მეზიზღება.
ჰო-და, 14 მილიონი დოლარის უძრავი ქონება რომ გაქვს და “ნავთობის და გაზის კორპორაცია”-ში ხარ “დასაქმებული”, რაღაც გამოგონილ თანამდებობაზე. ტეხავს ადამიანო. ტეხავს.
ელდარ კურტანიძეზე ვამბობ. არ მიკვირს მისი 14 მილიონი დოლარის ქონება. ზოგადად წარმატებული სპორტსმენი ჩვენთან ამა თუ იმ გზით, მაგრამ ყოველთვის მილიონერია.
სახელმწიფოც ჩუქნის მილიონებს და ცოტა თავადაც “მიდგებ-მოდგება”, მაგრამ 14 მილიონი დოლარის უძრავი ქონების მფლობელი “ნავთობის და გაზის კორპორაცია”-ში აღარ უნდა იღებდეს ხელფასს ამ მათხოვარ ქვეყანაში. არც არამათხოვარ ქვეყანაში პრინციპში.
რადგან ეგ უკვე შენი მხრიდანაა მათხოვრობა; “მეშჩანობა”; ღორობა;
და შეგნება და თავმოყვარეობა უნდა გქონდეს მაგდენი, რომ ეგ არ იკადრო. თავს არ უნდა აკადრო პირველ რიგში. რადგან “მეშჩანობა” და წვრილმანი მათხოვრობაა.
თორემ თუ რამე ვინმეს თავისი შრომით მოუპოვებია, შეარგოს

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება – ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს

ირაკლი კობახიძე – რა დაპირებაც გაიცა ივანიშვილის მხრიდან 2 წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, იქნება პირნათლად შესრულებული, რაზეც მე ვიღებ პასუხისმგებლობას – წელიწადნახევრის განმავლობაში თუ ნახავენ ერთ კორუფციის ნიშანს მაინც, მზად ვარ ვუპასუხო