ზურაბ ფარჯიანი: ს ხიდის საყრდენი ბოძის აფეთქებას გილოცავთ. “კლოუნი ზელენსკი” იძახეთ ზოგმა… (ვიდეო)

“ძვ. წ. 513 წელს სპარსეთის მეფე დარიოსმა სკვითებზე ილაშქრა. ნუ, სკვითებმა თავი აარიდეს პირდაპირ ბრძოლას და “პარტიზანულად” ომობდნენ.
ჰო-და ერთ დღეს, როდესაც დარიოსის ჯარი უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო, სკვითებმა უცნაური საჩუქარი გაუგზავნეს.
-თაგვი, ჩიტი, ბაყაყი და ხუთი ისარი.
სპარსელებმა ჰკითხეს სკვითების მოციქულს, რას ნიშნავდა ეს საჩუქარი, მაგრამ მან უთხრა, რომ თუ სპარსელები გონიერები იყვნენ, თავად უნდა მიმხვდარიყვნენ
მეფე დარიოსმა ასე განმარტა ძღვენის მნიშვნელობა: სკვითები მას თავიანთი მიწის, წყლის და ცის ბატონად აცხადებდნენ. თაგვი – მიწაში ცხოვრობს, ბაყაყი – წყალში; ჩიტი – დაფრინავს. ისრები კი ნიშნავს, რომ სკვითები უარს ამბობენ ომზეო.
მაგრამ ერთმა სპარსელმა ასე განმარტა: „თუ ჩვენ, სპარსელები, ჩიტებივით ცაში არ ავფრინდებით, თაგვებივით მიწაში არ ჩავძვრებით ან ბაყაყებივით წყალში — მაშინ ამ ისრებით დაგვხოცავენო”. ასეც მოხდა. სპარსელები უკან გაბრუნდნენ.
✔️ ს ხიდის საყრდენი ბოძის აფეთქებას გილოცავთ. დღეს დილით ააფეთქა უკრაინელი მყვინთავების დივერსიულმა ჯგუფმა.
“კლოუნი ზელენსკი” იძახეთ ზოგმა და გჯეროდეთ, რომ კობახიძის დახმარება და “მეორე ფრონტი” უნდოდა ვინმეს ამ მათხოვრებისგან” – წერს სოციალურ ქსელში „ბროლის ბუს“ მფლობელი თამი: „რა, სად როდის?“ ზურაბ ფარჯიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა