ზურაბ ფარჯიანი: უსამართლობა და ძალადობას ებრძოდით თუ უბრალოდ სახეზე არ მოგწონდათ “ნაცები”?

“ამას იმათთვის ვწერ, ვინც რატომღაც დღემდე იძახის, “აბა ის სჯობდა?!”, “ნაცების გვერდით არ დავდგები” და ასე შემდეგ.
ხალხნო, თქვენ “ნაცების უსამართლობას” ებრძოდით თუ “უსამართლობას”?
ანუ თუ თქვენი ბიძაშვილი უსამართლოდ დაჩაგრეს, ეგ ცუდია, მაგრამ თუ თქვენი ბიძაშვილი ვინმეს უსამართლოდ დაჩაგრავს, ეგ კარგი?
ან თუ ხელისუფლების თავგასულობას და ძალადობას ებრძოდით, ახლა რატომ იცავთ ხელისუფლების თავგასულობას და ძალადობას?
ან რა “ნაცების გვერდით არ დადგებით” – ჯერ ამ აქციებზე რამდენი “ნაცი” დათვალეთ, ძალიან მაინტერესებს.
მერეც, 2012 წლიდან ხელისუფლებაში არის “ქართული ოცნება” – დღეს დაჭერილების და სასიკვდილოდ ნაცემების უმეტესობა 2012 წელს იქნებოდა მაქსიმუმ 14 წლის, 2007 წელს კი იქნებოდნენ 9 წლის.
ახლა რომ 14 წლისაა, იმ ბავშვს 2036 წელს უნდა ვუძახო, 2024 წელს სად იყო?!
ამ აქციებზე დგას ყველა ჯურის ხალხი და 18-დან 26 წლამდე ასაკის ვინცაა, 2012 წელს იქნებოდნენ 6-დან 14 წლამდე ასაკის.
მიდით ახლა მაგათ უძახეთ, სად იდგნენ 2007 თუ 2012-ში.
ამავდროულად, “ნაცების” 2-გზის დეპუტატი გოჩა ენუქიძე 2008-2012-2016 წლებში იყო “ნაცი”; 2016 წლიდან დღემდე არის “ქოცი”;
ანზორ ბოლქვაძე 2008-2012-2016 წელს იყო “ნაცი” – 2008-2012 წლებში, “ნაცების” “პიკის” დროს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეც კი იყო.
2016 წლიდან დღემდე არის “ქოცი”.
ლევან მურუსიძე იყო “ნაცი”;
იყო “ნაცი”;
ნინო წილოსანის მამა იყო “ნაცი”;
კალაძე 2007 წლის ნოემბრის მიტინგის დარბევას ამართლებდა ინგა გრიგოლიას გადაცემაში და მიშას კომპლიმენტებს უცვლიდა;
2007 – 2015 წლებში იყო უბრალოდ “თბილად” და იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი.
ასევე “თბილად” იყო და 2006–2014 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი.
“ხარება” იგივე სპეცრაზმში იყო მაშინაც, 2012 წლამდე.
ეს ყველაფერი ან თავად უწერიათ პარლამენტის საიტზე გამოკრულ ბიოგრაფიებში ან ძალიან მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, თუ ოდნავ მაინც დაძებნით ინტერნეტში.
და ვინაა ახლა “ნაცი”?
უსამართლობა და ძალადობას ებრძოდით თუ უბრალოდ სახეზე არ მოგწონდათ “ნაცები”?” – წერს სოციალურ ქსელში კლუბ ,,რა? სად? როდის?” მოთამაშე ზურაბ ფარჯიანი.