ზურაბ ფარჯიანი: სადაა ღარიბაშვილი? ბოლო-ბოლო, კაცს “მადლობა მართლმადიდებლობისთვის”-ო ეუბნებოდნენ და გვაინტერესებს რა ხდება მის თავს, ხომ აქვს “მშვიდობა”?

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ზურაბ ფარჯიანი:
ვაგრძელებთ რუბრიკას “თევზის მეხსიერება” ✌️
● რა მოუვიდა 650 მილიონი დოლარის “გამთეთრებელ” კაცს და მის სავალუტო ჯიხურს?!;
● სადაა ღარიბაშვილი? ბოლო-ბოლო, კაცს “მადლობა მართლმადიდებლობისთვის”-ო ეუბნებოდნენ და გვაინტერესებს რა ხდება მის თავს, ხომ აქვს “მშვიდობა”?;
● სადაა ლილუაშვილი?! ეგეც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი ბურჯი იყო;
● სადაა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ქარსელაძე?!
●რიჟვაძე გამომრჩა – სადაა🇩🇪🇩🇪🇩🇪?! რა ხდება მის საქმეზე?!
● რა ხდება ყველაზე მაგარი და “ჯიგრის ყაურმა” თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე?! ომში ხომ არ გვითრევს ამით “დიფ სტეიტი”?!
● რატომ წარედგინა კორუფციაზე ბრალი “დაუსწრებლად” საეჭვოდ ბევრ ადამიანს?! წინასწარ გააფრთხილეს და გაქცევის საშუალება მისცეს?!
● რატომ იცოდა კორუფციის შესახებ მთელმა ქვეყანამ, ყველა ჟურნალისტმა და არაფერი იცოდა ანტიკორუფციულმა ბიურომ და მთავარმა “მაკონტროლებელმა”, პარლამენტმა?!
● რატომ იჭერენ მხოლოდ მოადგილეებს?! უფროსებმა არაფერი იცოდნენ?! ისე თქვლეფდნენ?!
● რატომ მიჩუმდა კორუფციაზე ყველაფერი? “ალაგებთ” “ბრატცი”?! 🙄
● რა ხდება 4 ოქტომბრის საქმეზე რომ იარაღის “არსენალი” ამოიღეთ? და რამდენიმე დღით ადრე რომ სატვირთო, ასაფეთქებლებით?
● გაზზე რა ხდება, BBC-ის როდის ვუჩივით?!
● ტრამპი რატომ არ ურეკავს ყაველას?! ტალიაშვილმა ხომ მიიღო ტრამპის ქუდი და დარეკვა რა-ღა გახდა?
● ასევე ზოგი ძველი საკითხიც – რა ხდება დავით გარეჯზე? როდის ვიბრუნებთ?!
სია განახლებადია
მადლობა ყურადღებისთვის, გვიგულეთ მუდამ პარტიისა და ბელადის (შესაბამისი ბელადის) გვერდით

ასევე დაგაინტერესებთ