ზურაბ ფარჯიანი: საბჭოთა კავშირზე რომ აღვარღვარებენ ცრემლებს, “რა ქვეყანა დაანგრიესო”. ეს წაიკითხეთ

დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
საბჭოთა კავშირზე რომ აღვარღვარებენ ცრემლებს, “რა ქვეყანა დაანგრიესო”.
ეს წაიკითხეთ.
1981 წლის 7 თებერვალს იმდროინდელ ლენინგრადთან, პუშკინოში ტუ-104-ის ჩამოვარდნის შედეგად საბჭოთა კავშირის წყნარი ოკეანის ფლოტის მთელი მეთაურობა ამოწყდა.
იმ დღეს საბჭოთა კავშირმა 13 ადმირალი, 3 გენერალი, 12 პირველი რანგის კაპიტანი და პოლკოვნიკი დაკარგა, რამაც დროებით სრულიად უმეთაუროდ დატოვა საბჭოთა საზღვაო ძალების წყნარი ოკეანის ფლოტი.
მიზეზი?
საბჭოთა კავშირში არსებული მუდმივი დეფიციტის გამო, წყნარი ოკეანის სანაპიროდან, ქ. ვლადივოსტოკიდან სწავლებებზე ჩასული ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა დახამებული ეცა ყველაფერს, რისი ყიდვაც შეეძლოთ და თვითმფრინავში აათრია.
ფორთოხლის და მანდარინის ყუთები, ავეჯი, ტუალეტის ქაღალდის ვეებერთელა რულონები (!) და ასე შემდეგ.
მიუხედავად პილოტების გაფრთხილებისა, თვითმფრინავის გადატვირთულობის შესახებ, ადმირალ-გენერლებმა სულ დედის ###კი აგინეს პილოტებს და აფრენა უბრძანეს.
აფრენისას დაუმაგრებელმა ტვირთმა სიმძიმის ცენტრის შეცვლა გამოიწვია და საბოლოოდ თვითმფრინავი აფრენიდან 8 წამში ჩამოვარდა.
ასე დატოვა, ტუალეტის ქაღალდმა და ფორთოხალმა საბჭოთა კავშირის წყნარი ოკეანის ფლოტი მეთაურობის გარეშე

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი