ზურაბ ფარჯიანი: …რაც აქამდე მართლა არც ერთ ხელისუფლებას არ უქნია

ყოფილი დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
დებატებზე.
ჯერ საერთოდ აბსურდია, ამ საკითხზე წერა თუ მსჯელობა, მაშინ როდესაც ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ ადამიანებს.
რაც აქამდე მართლა არც ერთ ხელისუფლებას არ უქნია.
და მაინც, მოდით ვთქვათ ერთი-ორი რამე დებატებზე:
● პირველი: რა აზრი აქვს დებატებს ამ პირობებში? დებატების შედეგი რა იქნება?
● ვინ გააუქმა დებატებიც, არჩევნებიც და პოლიტიკაც ქვეყანაში? “ქოცნებამ” ხომ არა?! თუ ვინმე შემომედავებით – ტროტუარზე დგომის გამო ადამიანის დაკავება პოლიტიკის, კანონის და ყველანაირი დებატების გაუქმებაა ზუსტადაც;
● ვინ აგებს პასუხს ქვეყანაში “პოლარიზაცია და სიძულვილის გაღვივებისთვის”?! ვინ ახვედრებდა ნიღბიან “ტიტუშკებს” ოპონენტებს?! ვის პროპაგანდისტული არხებიდან იფრქვევა სიძულვილი და ზიზღი ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი ადამიანის მიმართ?!
● დავუშვათ ეს ყველაფერი გვერდზე გადავდეთ, და ვთქვით რომ ყველაფრის მიუხედავად გვინდა ეგრეთ წოდებული “დებატები”, ჩნდება კითხვა, ვინ უნდა იდებატოს ვისთან?!
● რა აზრი აქვს მაგალითად დებატებს “ქოცნებიდან” ნებისმიერთან, კობახიძის გარდა? პირობითად “ქოცნების” დეპუტატ “ჭიჭიკოსთან” პირობითი ოპოზიციონერი “ბიჭიკოს” დებატებს რა აზრი აქვს?!
● და მეორე კითხვა – ვინ უნდა იდებატოს “ჩემი” მხრიდან? გუშინ ისეთებმა “გამოხატეს მზაობა” დებატებისთვის, გაოცებას ვარ. ადამიანები, რომლებიც არასოდეს წარმოადგენდნენ ჩემს ინტერესებს და ვერც გახდებიან ჩემი “წარმომადგენლები”, იმათ რატომ უნდა “იდებატონ” ჩემი სახელით?! აზრი?!
და საერთოდ, ვინ წარმოადგენს ამ ეტაპზე “ოპოზიციას”?! რამე ერთიანი ოპოზიცია გვყავს და მე გამომრჩა? 20-მდე ერთმანეთზე გადაკიდებული და მაგინებელი პარტიიდან ვის აირჩევენ “ჩემს წარმომადგენლად” და რა პრინციპით?
ან დავუშვათ ჩემთვის მისაღები აირჩიეს, სხვისთვის რამდენად მისაღები იქნება?!
“ქოცნებას” ერთი და მაქსიმუმ 3 თავი შეიძლება ჰქონდეს და ოპოზიციას რამდენი “თავი” აქვს?!
განა არ იქნებოდა კარგი დებატები, ძალიანაც კარგი იქნებოდა დებატებიც და ქვეყნის “ნორმალურობაში” დაბრუნებაც, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფარსი და სიყალბე