ზურაბ ფარჯიანი: ისე ვიზა საერთოდ თუ გახსოვთ “ქართველებს”? რა იყო?

ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
ისე ვიზა საერთოდ თუ გახსოვთ “ქართველებს”? რა იყო?
მე უნდა ამეღო ერთხელ ბელგიის ვიზა, ნატო-ში მივდიოდით მივლინებით თავდაცვის სამინისტროდან.
მანამდეც მქონდა ვიზები აღებული, მაგრამ აქ 3 თვით უნდა წავსულიყავი და “გრძელვადიანი ვიზა” უნდა ამეღო.
პრობლემა ის იყო, რომ ბელგიის ვიზა უნდა აგეღო ჰოლანდიის საელჩოში. მაააგრამ…
მაგრამ “გრძელვადიანი ვიზა” უნდა აგეღო თურქეთში, ანკარაში. საქართველოში შანსი არ იყო.
უამრავი საბუთი დამჭირდა. ცნობა ნასამართლეობაზე, ცნობები ბანკებიდან, ჯანმრთელობის ცნობები. ყველანაირი ყველაფერი მოკლედ.
მერე ეს საბუთები გადავგზავნე ანკარაში, ბელგიის საელჩოში.
1000 ევრომდე დამიჯდა ეს ყველაფერი. დაახლოებით 3 თვე ვიღებდი ვიზას.
ყოველ დღე ვრეკავდი ბელგიის საელჩოში და ჯერ ავტომოპასუხეს ველოდი ხოლმე საათობით და მერე ვიღაც ნებას იბოძებდა და სტანდარტული პასუხით გამისტუმრებდა.
პასუხი კი იყო – «Le père de Lasha est mort et on se voit plus tard.» – “ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ”-ო.
თან იგივე პერიოდში ავაწრიალე ჩვენი საელჩოც და გაითვალისწინეთ, რომ სამინისტროებში ვინც იყო და ვიყავით, მაინც ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და საელჩოშიც მოვნახე ნაცნობები და ეს გარკვეულ უპირატესობას თითქოს მაძლევდა. ბოლო-ბოლო სად ნაცნობ ადამიანს რომ თხოვ დახმარებას და თავისი ბელგიელი კოლეგისთვის მობილურზე დარეკვას და სად უცნობს?!
ეს “პრივილეგია” საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს. სწორად გამიგეთ, ბოროტად კი არაფრით მისარგებლია ცხოვრებაში.
ნუ, საბოლოოდ შენც არ მომიკვდე – «Le père de Lasha est mort et on se voit plus tard.».
3 თვე გაგრძელდა ეს იწილო-ბიწილო. ამასობაში თავდაცვის სამინისტროდან ცალკე წავიდა წერილი ბელგიის საელჩოში თურქეთში და ნატო-ს “შტაბ კვარწირადან” ცალკე.
ისევ იგივე – «Le père de Lasha est mort et on se voit plus tard.».
საბოლოოდ? – ვერ მივიღე ვიზა. და ეს მე – ყველა საბუთით, სამინისტროდან და ნატო-დან წერილებით და ასე შემდეგ.
მერე ჰოლანდიის საელჩომ მომცა 2 ვიზა, ერთი ერთთვიანი და მეორე ორთვიანი და ამით “გადავჭერი” ეს პრობლემა.
ეგზისტენციალური კი მართლა არაფერია, თუ მხოლოდ მოგზაურობ. ბოლოს 2017 წელს ვიყავი ევროპაში მე პირადად. ბერლინში.
არაფერი მიჭირს, კი ვარ ცოცხალი. არც თქვენც არაფერი მოგივათ ბარსელონაში თუ პირდაპირ არ გადაფრინდით ან ბრიუსელის შოკოლადი არ დააყოლეთ კრუასანს დილა-უთენია.
ჭირი იქა, ლხინი აქა