დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
ვეცდები შევაჯამო “ქართული ოცნება”. ოღონდ მათივე სიტყვებით.
ერთი პრემიერი “დიფ სტეიტმა” დაუნიშნათ. მანამდე იგივე პრემიერი შსს მინისტრი იყო და ბუზი ყველა ბზუოდა, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუოდა. ირაკლი კობახიძეს სიტყვებია ეს.
პრეზიდენტიც “დიფ სტეიტმა” დაანიშნინათ. და ჯერ ქებით ცამდე აყვანილი ადამიანი უეცრად გახდა “უცხოეთის აგენტი”.
ყოფილი გენ. პროკურორი, რომლის გამოც ეროვნულმა ბანკმა 1 ღამეში შეცვალა რეგულაციები, მართლა “უცხოეთის”, ოღონდ რუსეთის აგენტია და მოსკოვშია. გვარიც რომანოვად გადაიკეთა.
მაგრამ უნამუსოდ გამოვლენ და მე ან ლევან ჯობავას გვეტყვიან, უსამშობლოები ხართო.
ახლა ამ ყოფილ გენ. პროკურორს, ვის გამოც ეროვნული ბანკი დააყენეს დარტყმის ქვეშ, თბილისის ცენტრში შეკვეთილი მკვლელობა ბრალდება.
ამათი თავდაცვის მინისტრი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან “მეორე ფრონტის” გახსნაზე ქოთქოთებდა, ომში გვითრევენო, აღმოჩნდა კორუფციონერი და კონტრაბანდული სიგარეტის სქემების ხელმძღვანელი.
თან ეს თავდაცვის მინისტრი იყო ამათი იმ პრემიერ-მინისტრის “კაცი”, რომელსაც ამათი მომხრეები “მადლობა მართლმადიდებლობისთვის” ეუბნებოდნენ და მის მზეს ფიცულობდნენ.
რა მომხრეები, მთელი “ქოცნება” ღარიბაშვილის ქებაში იყო. აბა გეთქვა რამე გადაბრუნებული სიტყვა.
ახლა ეს თავდაცვის მინისტრი აღმოჩნდა ფულს ჭამდა. და თან იმდენს ჭამდა, “მეორე ფრონტის” გასახსნელად არც დრო ექნებოდა, არც ფული.
“ბათინკიც” კი აღარ ვარ დარწმუნებული, რომ აქვს ჩვენს ჯარს.
ამაზე დამატებით აღმოჩნდა, რომ ბიჭიკო პაიკიძე, ვის კორუფციაზეც 5 წლის წინ საუბრობდნენ ჟურნალისტები, თურმე მართლა მექრთამე ყოფილა.
თან შოვის ტრაგედია არ მოხდებოდა, ამას რომ არ ეჭამა ფული.
უბრალოდ ეს ბიჭიკოც მარტო ვერ შეჭამდა ფულს. მფარველი უნდოდა. “კრიშა”.
და აღმოჩნდა რომ ამ ბიჭიკოს შვილის ნათლია იყო სუს-ის აწ უკვე ყოფილი და ყველაზე მაგარი უფროსი (გადაყენებამდე) – ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი.
რომელსაც ამ ბავშვის გარდა კიდევ 25 ნათლული ყოლია და მე რა შუაში ვარ, ჩემი ნათლულის მამა თუ ასეთი ნიჭიერია ბიზნესშიო, ამბობდა.
მოკლედ, არც ჯუანშერ ბურჭულაძის 8 შვილი არ აღმოჩნდა საკმარისი და არც 25 ნათლული.
ეს ყველაფერი ჯანდაბას, გადავიტანდით.
მაგრამ “დიფ სტეიტი” გვებრძვის. “ენჯეოშნიკები” მოგვიქსიეს. ასე გვიმტკიცებენ ადამიანები, ვინც ზოგმა 20 წელი გაატარა გერმანულ “ენჯეოში”, ზოგმა 10 ამერიკულში და ასე შემდეგ.
ალბათ თავად უკეთ იციან, ბოლო-ბოლო, 20 წელი “ენჯეოშნიკობა” არაა ცოტა.
ახლა ეს “დიფ სტეიტი” კი გვებრძვის, მაგრამ მაგრად ვდგავართ. თან ეს “დიფ სტეიტი” ტრამპს მოერია, მაგრამ ჩვენ ვერ დაგვაქცია. მაგრამ მაინც ვუგზავნით წერილებს. ახლა ტრამპი დაგვპირდა, რომ დაგვირეკავს.
მაგრამ ვახშამზე მაინც არ დაგვპატიჟეს. მაგრამ სამუშაოდ იყვნენ “ჩვენები” მანდ ჩასულები, “საკიშკაოდ” კი არა.
აი ალიევს ალბათ მაგრად გაუჭირდა და დარჩა მაგ ვახშამზე.
კიდევ ევროპა ბიჭიკო და კუკურის აქორწინებს და არ ვნებდებით. კასპის მერის ნათქვამით, კასპში იყვნენ ძალიან თამამად და შეიძლება მანდ გვიჭირდეს.
ეს ევროპა თან კუკური და ბიჭიკოს აქორწინებს და არ გვინდა. თან ვეუბნებით, რომ კარი გაგვიღეთ, შემოვალთო.
ამ შემთხვევაში კუკური და ბიჭიკოს რა მოუვათ არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ალბათ სამშობლოსათვის მოუწევთ თავის გაწირვა.
კინაღამ დამავიწყდა. ყველა ომი ოდითგან ჩვენ დავიწყეთ. ბოდიში სკვითებს, კიმერიელებს, არაბებს და ჰაბიბ იბნ მასლამას, სელჯუკებს, ჯალალ ედ დინს, სუბუდაი და ჯებეს, თემურ ლენგს, შაჰ აბასს და შაჰ თამაზს, ბოდიში რუსეთს. ბოდიში ახალდაბის, გაგრის სტადიონის და სოხუმის გამო. ბოდიში დაბომბილი გორის და “მძინარე ცხინვალის” გამო.
2018-ში რომ ამბობდა ირაკლი კობახიძე, ომი რუსეთმა დაიწყოო, ამაზე მე გიხდით ბოდიშს. თავად რატომ არ იხდის ამაზე ბოდიშს, საკვირველია.
აი ასეთ სიტუაციაში ვცხოვრობთ 

პ.ს. რიჟვაძე გამომრჩა. აჭარის ლომი, არწივი და გრიფონი.