ყოფილი დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
ეს ყველაფერი ჭორებია და მაინც. ეწეროს.
პარიზში ცოტა ხნის წინ პრეზიდენტების შეხვედრები რომ იყო, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტი თითქმის დასრულებულია და ის მზადაა, უახლოეს მომავალში ტრამპთან ერთად მოაწეროს ხელი.
შეთანხმებების შინაარსი უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, აუცილებლად იქნება უკრაინაში შეზღუდული ფრანგული და ბრიტანული კონტინგენტის განლაგება, მაგრამ მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ. გარანტიებში შეერთებული შტატებიც შედის და მხარდაჭერას გაუწევს, რასაც ტრამპი აქამდე ერიდებოდა.
მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც თავდაპირველად უგულებელყოფილი იყო: ზუსტად იმ პერიოდში, რუსების ერთ-ეტთი “მომლაპარაკებელი” კირილ დმიტრიევი პარიზში იყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დმიტრიევი მოლაპარაკებებიდან მეორე დღეს აშშ-ის საელჩოს ეწვია, სადაც მან შეთანხმების განახლებული ვერსია მიიღო, პუტინისთვის გადასაცემად.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: უკრაინის დელეგაციაში შედიოდა არახამია, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი. არახამია მინსკსა და სტამბოლში მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა, მაგრამ შემდეგ ერმაკმა გვერდზე “გაწია”.
ერმაკის “გაწევის” შემდეგ, არახამია და უკვე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი სავარაუდოდ უდგანან სათავეში სამშვიდობო პროცესს და სავარაუდოდ ორივე “კომპრომისის' მომხრეა.
ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი სადაზვერვო დირექტორატის (GUR) ყოფილი უფროსი უფრო კონსტრუქციულ პოზიციას იკავებს და როგორც ამბობენ, საერთო ჯამში, ერმაკის გადადგომის შემდეგ, უკრაინის დელეგაციამ კომპრომისისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
უხეშად – ეს იქნება დონბასის „ფასი“.
1 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია (800 აშშ-დან და 200 გაყინული რუსული აქტივებიდან) პლუს “ოქროს” კი არა, პირობითად „პლატინის“ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას, მათ შორის დასავლური ჯარების განლაგება უკრაინაში.
პარიზის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ დმიტრიევმა აშშ-სგან ულტიმატუმი მიიღო, ან ამ ვარიანტის ხელმოწერა პუტინის მიერ, ან ტრამპი ბოლომდე “ჩააჭერს” რუსეთს.
ამ ეტაპზე:
●ტრამპი მზადაა დაიცვას „საბაზისო შეთანხმებები“, რომლის ნაწილიც იქნება უკრაინის მიერ დონბასის დათმობა;
და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა მთელს ამ გეგმაში.
ამჟამად, პუტინია ის, ვინც საბოტაჟს უწევს შეთანხმებას, შესაძლოა სამხედრო ხელმძღვანელობის და მასავით ” იმპერიალისტურად' განწყობილი ახლო წრის გავლენით, რომელთანაც რუსეთის პრეზიდენტი ბოლო კვირების განმავლობაში ხშირად კონტაქტში იყო.
ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ზოგადად ცნობილია, რომ რუსული არმიის ხელმძღვანელობა პუტინს ყოველთვის რეალობაზე გაცილებით უფრო “ლამაზ” სურათს უხატავს და ერთგვარად პუტინზე ზეგავლენას ახდენს სავარაუდო წარმატებების შესახებ ინფორმაციით.
ამერიკის მხრიდან ულტიმატუმს ადასტურებს ის, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა რუსეთზე ზეწოლა ამერიკის მხრიდან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა “მწვანე” აუნთო სენატორ ლინდსი გრემის კანონპროექტს.
საერთო ჯამში, აშშ-ის ქმედებები პუტინისთვის სიგნალია, რომ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს.
და ამაზე უკეთესი შეთავაზება (deal) რუსეთისთვის არ იქნება.
შეთანხმებაზე უარის თქმა კი რუსეთს უქადის სერიოზულ პრობლემებს, დაწყებული ახალი სანქვიებით და დამთავრებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ბლოკადით.
და ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ნავთობის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ კვირას რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია, რაც 2023 წლის დასაწყისიდან ახალ მინიმუმს წარმოადგენს.
ამიტომ, ახლა მსოფლიო პუტინისგან პასუხს ელოდება; ზელენსკის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, კიევი და ვაშინგტონი პასუხს იანვრის ბოლოსთვის ელიან.
ვიმეორებ – ეს ყველაფერი ამ ეტაპზე ჭორებია




