ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
ერთი დიდი პრობლემა, რაც საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობდა და შეიძლება კიდევ დიდხანს იარსებოს, ესაა დასავლური სახელმწიფოების მიერ რუსეთის აბსოლუტური არცოდნა ან უბრალოდ მიამიტობა რუსეთის მიმართ
რაც გასაკვირია, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ყველანაირად გაცნობის საშუალება ჰქონდათ ამერიკელებსაც და ევროპელებსაც.
რამ გამახსენა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, სტროუბ ტელბოტის ვიდეოს ვუყურე “იუთუბზე” – კლინტონმა ელცინს თვალებში ჩახედა და პუტინზე უთხრაო “ვშიშობ, რომ პუტინს დემოკრატია არ აქვს გულშიო” (I'm afraid he doesn't have democracy in his heart).
შე ოჯახაშენებულო, ოდნავ მაინც ყურადღება რომ მიექცია კლინტონს ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის, “აღმოაჩენდა”, რომ არც ელცინი იყო დიდი “დემოკრატი” და ჩვეულებრივი იმპერიალისტი იყო, რომელმაც სასაკლაო და გენოციდი მოგვიწყო.
კლინტონს მოყვა ბუში, რომელმაც პუტინს თვალებში ჩახედა და მე არ ვიცი როგორ და რა გზებით, მაგრამ პუტინის თვალებში “სული იპოვა” (“I looked the man in the eye. I found him very straightforward and trustworthy – I was able to get a sense of his soul.”).
მერე იყო ობამა – ერთი დიდი გაუგებრობა. ბოლო-ბოლო, ამხელა ქვეყანამ (ამერიკამ) ისიც კი ვერ მოახერხა, რომ “გადატვირთვის” პოლიტიკის ღილაკისთვის რუსულად სწორად დაეწერა და перезагрузка-ს ნაცვლად, перегрузка დააწერა.
ის ჩართული მიკროფონიც არ დაგვავიწყდეს, ობამა-მედვედევის გასაუბრებით.
არც ევროპა აკლებდა რუსეთის მიმართ მიამიტობას და business as usual მიდგომას თუ Scorpions-ის “Wind of Change”-ს ჰანგებზე “მღერას”.
ეგ სიმღერაც სამწუხაროდ კარგად ასახავს იმ დროინდელ ილუზიას, რომ “ცივი ომი” მორჩა, ატომური აპოკალიფსი აღარ გვემუქრება და აწი მხოლოდ მშვიდობა და სიამტკბილობა. Любовь-морковь, როგორც რუსები იტყვიან.
Но, не тут-то было.
და ახლაც კი ვერ იქნება ადამიანი ბოლომდე, 100% დარწმუნებული, რომ დასავლეთის დიდმა ქვეყნებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს.
ეგ ყველაფერი არ ცვლის იმას, რომ ჩვენი “ბუნებრივი მოკავშირე” მაინც “დასავლეთია” და ასეც დარჩება კიდევ დიდი ხანი




