ზურაბ ფარჯიანი: ბატონო ბიძინა – იმედია ამ ყველაფერს ვინმე გეუბნებათ. თუმცა, მეტი არაა ჩემი მტერი

ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
ამასობაში, ილჰამ ალიევმა პუტინი “გადააგდო”.
კერძოდ, ილჰამ ალიევმა ბოლო წუთს გააუქმა სანქტ-პეტერბურგში ვიზიტი, რათა დასწრებოდა ტრადიციულ არაფორმალურ წინასაახალწლო დსთ-ს სამიტს, 22 დეკემბერს.
ამის შესახებ დილით ადრე, სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ალიევი „დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ შეძლებდა შეხვედრაში მონაწილეობას“.
თან ერთი დღით ადრე, 21 დეკემბერს, ს პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს უკვე ჰქონდა ნათქვამი, რომ სამიტზე ალიევს და ფაშინიანს ელოდნენ და მიანიშნა, პუტინმა თითოეულ მათგანთან ცალკე საუბარი უნდა გამართოსო. „ველოდებით, ვემზადებით“-ო.
მოკლედ, ილჰამ ჰეიდარის ძე უარს ამბობს რუსეთში სიარულზე და როგორც ჩანს, ალიევსა და პუტინს შორის არაფერი მოგვარებულა.
კრიზისი, რომელიც დაიწყო 2024 წლის 25 დეკემბერს, გროზნოსთან აზერბაიჯანული AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებით რუსი მეზენიტეების მიერ, არსად გამქრალა.
არა-და, რუსების ჩანაფიქრით, პუტინისა და ალიევის შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს სამიტის ცენტრალური მოვლენა უნდა ყოფილიყო, რომელიც დაადასტურებდა რომ და პუტინი მყარად არიან სამხრეთ კავკასიაში.
ილჰამ ჰეიდარის-ძე კი აშკარად მყარად გრძნობს თავს, სომხეთში საწვავის პირველი პარტიაც გაუშვა აზერბაიჯანიდან, ტერიტორიებიც დაიბრუნა, მშვიდობაც დაამყარა და ტრამპის ტელეფონის ნომერიც აქვს.
სამხედრო შესაძლებლობებითაც ძაან მაგრადაა, თურქეთიც მხარში უდგას და ეჭვი მაქვს, რომ კასპიის ზღვაში რუსულ ობიექტებზე უკრაინული დრონების დარტყმაშიც შეიძლება მიუძღოდეს წვლილი.
თან, ალიევი ალბათ ლუკაშენკოს მერე მეორეა პუტინთან შეხვედრების რაოდენობის მიხედვით და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ჰყავს შესწავლილი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი.
შესაბამისად, ძალიან კარგად იცის პუტინი რა ბოღმა ტიპიცაა და დარწმუნებული რომ არ იყოს, რომ “ფეხებსაც ვერ მოსჭამს” პუტინი, ამხელა უტიფრობას არ იზამდა.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
ბატონო ბიძინა – იმედია ამ ყველაფერს ვინმე გეუბნებათ. თუმცა, მეტი არაა ჩემი მტერი