დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
მამულიშვილნო!
ვუყურე დებატებს თუ დისკუსიას თუ რაცაა.
მე კი ვერ ვხედავდი და ვხედავ დებატების აზრს, როდესაც არა-თუ რამე ნაბიჯს არ დგამენ შენსკენ, უარეს სიბოროტეებს აკეთებენ.
პლიუს მთლიანად დებატების/დისკუსიის იდეა მათგან მოდიოდა და დღემდე არ ვიცით, რატომ წამოაყენეს ეს იდეა.
მაგრამ ზემოთქმულის მიუხედავად, მეც და სხვაც უნდა ვიაზრებდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი აზრებია და შეიძლება ვცდებოდეთ.
და ბოლო-ბოლო – “უაზრო საუბარი სჯობს აზრიან ომს”.
შესაბამისად, არ გვაქვს უფლება, “ვაბულინგოთ” თუ ცუდად მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს დებატებში მონაწილეობა.
ეგ კი არა, “ბარაქალა” თქვენს ნერვებს, ქალბატონო ნინო, ბატონო ლევან, ქალბატონო ლიკა და სიკო (პირადად ვიცნობ და ამიტომ მოვიხსენიებ ასე).
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება ვცდებოდეთ და სხვა მხარესაც იყოს არგუმენტები. ბოლო-ბოლო, “იმედის” მაყურებელს ოდნავ ეჭვი შეიძლება შეეპაროს “რეფორმა”-ში ან მის ავტორებში.
რაც შეეხება უშუალოდ დებატებს და “არგუმენტებს”.
მე პირადად “ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე” ბატონების კობახიძისა და მიქანაძისაგან.
დემაგოგია და არაკვალიფიციურობა.
ან როგორ უნდა იყო კვალიფიცური შენთვის უცხო თემაში?
იურისტი ვარ პირველი განათლებით, ადვოკატურის გამოცდებიც მაქვს ჩაბარებული და პროკურატურისაც, მაგრამ რომ შევეშვი იურისპრუდენციას, იმის მერე იურიდიულ საკითხებზე დისკუსიაშიც კი არ ვერთვები.
განა კვალიფიკაცია არ მაქვს ან ცოდნა? მაგრამ უკვე იმდენი ვერ მექნება, რამდენიც პრაქტიკოსებს და ამიტომ სინდისი არ მაძლევს საშუალებას.
იმის თქმა მინდა, რომ რაც არ იცის, იმაზე არც უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, არც იდებატოს და არც მით უმეტეს მისთვის სრულიად უცნობი სფეროს “რეფორმირება” აიღოს თავზე.
ასე რომ 2 საშუალო გაქანების იურისტის მიერ დაწყებული განათლების “რეფორმა” ბუნებრივია “დეფორმა” გამოვა.
მეორე მომენტია, რომ ამ ორ იურისტსაც კი უნდა ჰქონოდა პასუხი კითხვაზე:
“რომელი ბაზრის კვლევამ აჩვენა რომ საქართველოს 20 ასტროლინგვისტი სჭირდებოდა?”
საბოლოოდ, ამ ყველაფრის შედეგებს დღეს და ხვალ ვერ ვიგრძნობთ.
გულწრფელად გამიკვირდება, ეგენი რომ განათლების რეფორმას “გადაყვნენ”. გადააგორებენ ჩვეულებრივად.
ამათ ან ეკონომიკა შეიწირავთ, ან საერთაშორისო პოლიტიკა ან რამე წარმოუდგენელი წვრილმანი სისულელე.
მთავარია ქვეყანაც არ შეიწირონ.
ჭირი იქა, ლხინი აქა




