ზურაბ სიხარულიძე: ძაან მძიმე და ცუდი ნარკოტიკი ტრიალებს შავ ბაზარზე – რამოდენიმე საათში იწვევს ძლიერ ძილიანობას

ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე:
“პატივცემულო საზოგადოება ეხლა საახალწლო გაფრთხილება და ამ ბოლო ერთი კვირის მომართვიანობის გათვალისწინებით მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოდლოთ, რომ რაღაც ძაან მძიმე და ცუდი ნივთიერება – ნარკოტიკი ტრიალებს შავ ბაზარზე და აშკარად დაბინძურებულია და იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობას , ფსიქოზს და ალაბათ არის კვლავ გარეული ფენტანილი!! იმიტომ რომ
რამოდენიმე საათში იწვევს ძლიერ ძილიანობას!
ეხლა რაც შეეხება ახალ წელს არ
მიიღოთ ალკოჰოლი და უცნობი ნივთიერება ერთად , ვინაიდან ალკოჰოლი აძლიერებს ორმაგად
მის მოქმედებას და ცუდი შედეგი უფრო მალე დადგება.
გაატარეთ ახალი წელი ახლობლებთან ერთად ზომეირად მიიღეთ ღვინო და ისიმოვნეთ ურთიერთობით თქვენ მეგობრებთან ,ოჯახის წევრებთან და ნუ გატარებთ ახალ წელს სადმე ემერჯენსში!
დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!”

ასევე დაგაინტერესებთ