ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე: გამოდის, ეს ნივთიერება 18 წელი ინახებოდა, არადა, შენახვის ვადა 3-5 წელია

“ტე­ლე­კომ­პა­ნია BBC-ის მიერ გა­კე­თე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში გად­მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. მათი გან­მარ­ტე­ბით, 4-5 დე­კემ­ბრის ღა­მით “მა­სე­ბის მარ­თვი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა ნივ­თი­ე­რე­ბა “ქლო­რო­ბენ­ზი­ლი­დინ მა­ლო­ნო­ნიტ­რი­ლი”, რომ­ლის გამ­ხსნე­ლა­დაც გა­მო­ი­ყე­ნეს “პრო­პი­ლენ გლი­კო­ლის” ხსნა­რი”. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი არ­ცერ­თი არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა აკ­რძა­ლულ კა­ტე­გო­რი­ას, “ბრო­მო­ბენ­ზილ ცი­ა­ნი­დი”, იგი­ვე “კა­მი­ტი” კი -ს არას­დროს შე­უ­ძე­ნია”.

სუსი ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ “ქლო­რო­ბენ­ზი­ლი­დინ მა­ლო­ნო­ნიტ­რი­ლი “2007 და 2009 წლებს გამ­ხსნელ ნივ­თი­ე­რე­ბას­თან ერ­თა­დაა შე­ძე­ნი­ლი.

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა თა­ვი­სი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ყვე­ლა კი­თხვას გას­ცა პა­სუ­ხი, შე­სა­ბა­მი­სად, აქ უკვე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი აღარ არ­სე­ბობს – და­დას­ტურ­და, რომ BBC- ის გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი იყო მტკნა­რი სიც­რუე და სა­ერ­თოდ არ შე­ი­ცავ­და სი­მარ­თლეს”, – ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, სუს-ის გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­და.

“ტე­ლე­კომ­პა­ნია BBC-ის მიერ გა­კე­თე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში გად­მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. მათი გან­მარ­ტე­ბით, 4-5 დე­კემ­ბრის ღა­მით “მა­სე­ბის მარ­თვი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა ნივ­თი­ე­რე­ბა “ქლო­რო­ბენ­ზი­ლი­დინ მა­ლო­ნო­ნიტ­რი­ლი”, რომ­ლის გამ­ხსნე­ლა­დაც გა­მო­ი­ყე­ნეს “პრო­პი­ლენ გლი­კო­ლის” ხსნა­რი”. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი არ­ცერ­თი არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა აკ­რძა­ლულ კა­ტე­გო­რი­ას, “ბრო­მო­ბენ­ზილ ცი­ა­ნი­დი”, იგი­ვე “კა­მი­ტი” კი -ს არას­დროს შე­უ­ძე­ნია”.

სუსი ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ “ქლო­რო­ბენ­ზი­ლი­დინ მა­ლო­ნო­ნიტ­რი­ლი “2007 და 2009 წლებს გამ­ხსნელ ნივ­თი­ე­რე­ბას­თან ერ­თა­დაა შე­ძე­ნი­ლი.

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა თა­ვი­სი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ყვე­ლა კი­თხვას გას­ცა პა­სუ­ხი, შე­სა­ბა­მი­სად, აქ უკვე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი აღარ არ­სე­ბობს – და­დას­ტურ­და, რომ BBC- ის გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი იყო მტკნა­რი სიც­რუე და სა­ერ­თოდ არ შე­ი­ცავ­და სი­მარ­თლეს”, – ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, სუს-ის გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­და.

“რო­გორც უკვე არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ჩა­ა­ტა­რა სრულ­ყო­ფი­ლი და დე­ტა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა. 160-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და, 90-მდე პირი გა­მო­ი­კი­თხა, ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, გა­მო­თხო­ვი­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი რე­ლე­ვან­ტუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის და დად­გინ­და ის, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ იმოქ­მე­და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. არ და­დას­ტურ­და, რომ თით­ქოს, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც იყო აკ­რძა­ლუ­ლი და შე­ი­ცავ­და ნივ­თი­ე­რე­ბა “კა­მი­ტის”, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ არის აკ­რძა­ლუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა თა­ვი­სი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ყვე­ლა კი­თხვას გას­ცა პა­სუ­ხი. შე­სა­ბა­მი­სად, აქ უკვე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი აღარ არ­სე­ბობს. და­დას­ტურ­და, რომ BBC-ის გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი იყო მტკნა­რი სიც­რუე და სა­ერ­თოდ არ შე­ი­ცავ­და სი­მარ­თლეს,” – გა­ნა­ცხა­და და­რახვე­ლი­ძემ.

ამ თე­მის ირ­გვლივ ambebi.ge-ს ექი­მი, ტოქ­სი­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე ესა­უბ­რა.

– ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში რა ნივ­თი­ე­რე­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და რა მა­ხა­სი­ა­თებ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა ის?

– ეს ნივ­თი­ე­რე­ბა წარ­მო­ად­გენს მხუ­თავ აირს, რო­მე­ლიც პრინ­ციპ­ში, დაშ­ვე­ბუ­ლია დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის და­საშ­ლე­ლად – ერთჯე­რა­დად, მა­სი­უ­რი არე­უ­ლო­ბის დროს, მაგ­რამ არა ისე, რო­გორც ამათ გა­მო­ი­ყე­ნეს… ამ ყვე­ლა­ფერ­ში ყვე­ლა­ზე ცუდი არის ის, რომ ამ ნივ­თი­ე­რე­ბას ყრიდ­ნენ წყალ­ში და მას უმა­ტებ­დნენ გარ­კვე­ულ გამ­ხსნელს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტრიქ­ლო­რე­თი­ლენს. თვი­თონ კი ამ­ბო­ბენ, გლი­კოლს ვუ­რევ­დი­თო, მაგ­რამ არ უარ­ყო­ფენ, რომ მა­რაგ­ში ტრიქ­ლო­რე­თი­ლე­ნიც ჰქონ­დათ. აქ სწო­რედ ესაა და­სად­გე­ნი, რო­მელ გამ­ხსნელს ურევ­დნენ და რა რა­ო­დე­ნო­ბით იყე­ნებ­დნენ აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლის დროს. სრუ­ლი­ად დაშ­ვე­ბუ­ლი რომც იყოს CS, რო­მელ­საც ისი­ნი იყე­ნებ­დნენ, და­სად­გე­ნია, რა კონ­ცენ­ტრა­ცია იყო, რამ­დე­ნი იყო გა­ზა­ვე­ბუ­ლი თი­თო­ე­ულ მან­ქა­ნა­ში, რა ფარ­თობ­ზე და რამ­დე­ნი იყო გაფ­რქვე­უ­ლი ეს გაზი. ეს პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ხდე­ბო­და 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში – 28 ნო­ემ­ბრი­დან 5 დე­კემ­ბრამ­დე, თუმ­ცა 4-5 დე­კემ­ბრამ­დე რა და რო­გორ იყო, ამას არ ამ­ბო­ბენ. ით­ქვა, რომ CS 2020-შიც გა­მო­ი­ყე­ნეს. აქ კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია – ეს ნივ­თი­ე­რე­ბა 18 წელი ინა­ხე­ბო­და (რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ), არა­და, შე­ნახ­ვის ვადა მაქ­სი­მუმ 3-5 წე­ლია, შე­ნახ­ვის იდე­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი თუა, მა­შინ – 10 წლამ­დე. ამის შემ­დეგ, როცა შე­ნახ­ვის ვადა დარ­ღვე­უ­ლია, ასე­თი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სხვა ნივ­თი­ე­რე­ბად გარ­და­იქ­მნე­ბა.

– შე­საძ­ლე­ბე­ლია, ის უფრო ტოქ­სი­კუ­რი გახ­დეს, თუ?

– ფაქ­ტია, რომ CS (რა­საც ესე­ნი ამ­ბო­ბენ) უფრო ტოქ­სი­კუ­რი გახ­და, ის შე­დე­გე­ბი, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იწ­ვია ამ ნივ­თი­ე­რე­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და დე­მონ­სტრან­ტებ­ზე, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ იყო ბევ­რად ტოქ­სი­კუ­რი. პლუს ამას, გარ­და ამი­სა, ის თუ გამ­ხსნელ­თან ერ­თად წყლის ჭავლშია გა­რე­უ­ლი, ეს კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს მის შეღ­წე­ვა­დო­ბას ორ­გა­ნიზ­მში, რაც კი­დევ უფრო მე­ტად ტოქ­სი­კურს ხდის დე­მონ­სტრან­ტე­ბის­თვის. ასე­თი ნივ­თი­ე­რე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა ამ­დე­ნი დღის მან­ძილ­ზე, ესეც უკვე დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს, ვი­ნა­ი­დან არ შე­იძ­ლე­ბა ქი­მი­უ­რი აგენ­ტის მა­სი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბით და ინ­ტენ­სი­ვო­ბით. სუ­ლაც რომ კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა იყოს, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლა­დაა აკ­რძა­ლუ­ლი ასე­თი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით, წყლის ჭავლთან პლუს გამ­ხსნე­ლით. მათ თუ ტრიქ­ლო­რე­თი­ნე­ლი გა­მო­ი­ყე­ნეს რო­გორც გამ­ხსნე­ლი, ეს უფრო ამ­ძი­მებს სი­ტუ­ა­ცი­ას, ვი­ნა­ი­დან ეს ნივ­თი­ე­რე­ბა არის ნე­ი­რო­ტოქ­სი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა. იმ სა­ბუ­თე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც BBC-ის ფილმში წარ­მო­ად­გი­ნეს, მისი რა­ო­დე­ნო­ბა დაკ­ლე­ბუ­ლის (260ლ. აკ­ლია), შე­სა­ბა­მი­სად, სა­დღაც გა­მო­ი­ყე­ნეს, ხომ? ანუ უნდა თქვან, სად გა­მო­ი­ყე­ნეს, სად გა­ი­ხარ­ჯა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნა.

– რა სიმპტო­მე­ბი ახ­ლავს ამ მხუ­თა­ვი აი­რით მო­წამ­ვლას, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ჩი­ვი­ლე­ბი ჰქონ­დათ…

– რა თქმა უნდა შე­ეძ­ლო გა­მო­ეწ­ვია სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, სის­ხლდე­ნა, მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, კან­ზე პრობ­ლე­მე­ბი, ღე­ბი­ნე­ბა, ასე­ვე, ის მოქ­მე­დებს ფსი­ქი­კა­ზე… დაშ­ვე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი რო­დე­საც ტო­ვებს იმ ტე­რი­ტო­რი­ას, ამ მოქ­მე­დე­ბამ უნდა გა­ი­ა­როს და დამ­თავ­რდა. როცა არის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა და რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე ეს მოქ­მე­დე­ბა გრძელ­დე­ბა კან­ზე, გულ­ზე, თვალ­ზე, სა­სუნ­თქ სის­ტე­მა­ზე და ა.შ. ეს არის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, რაც უკვე მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ აგენ­ტი ტოქ­სი­კუ­რი იყო, ჰქონ­და გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა და გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და არას­წო­რად არას­წორ კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ში. ამის პრო­ტო­კო­ლი იწე­რე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ის შე­თან­ხმე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვას­თან. როცა ასე­თი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დგომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მა­ნამ­დე ჯან­დაც­ვის მიერ გა­ცე­მუ­ლი უნდა იყოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუ რას იწ­ვევს ეს ნივ­თი­ე­რე­ბა, რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი ახ­ლავს და ა.შ. თუმ­ცა მხა­რეა და რა­ნა­ი­რად?

CS იგი­ვეა, რაც 9 აპ­რილს იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მი­მართ. ეს კონ­ვენ­ცი­ით დაშ­ვე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, ოღონდ, არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნო წყლის ჭავლში, არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნო გამ­ხსნე­ლი და თუ ჭავლში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, და­მიზ­ნე­ბით და წნე­ვით კი არ უნდა მი­ას­ხა ადა­მი­ა­ნებს, მას წვი­მის ეფექ­ტი უნდა ჰქონ­დეს, რომ გა­იხ­სნას ეს ნივ­თი­ე­რე­ბა, ანუ ყვე­ლა­ფე­რი დარ­ღვე­უ­ლია. თა­ნაც, ამ­დე­ნი ხალ­ხი კომ­პაქ­ტუ­რად იყო, მათ გა­სას­ვლე­ლებს უკე­ტავ­დნენ… როცა ასეთ ნივ­თი­ე­რე­ბას იყე­ნებ, ეს ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს, ადა­მი­ა­ნებს უნდა ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ე­ცა­ლონ სი­ტუ­ა­ცი­ას. ტრიქ­ლო­რე­თი­ლე­ნი ფსი­ქი­კა­ზე მოქ­მე­დებს, იწ­ვევს შიშს, პა­ნი­კას, დაბ­ნე­უ­ლო­ბას, დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ას და შე­სა­ბა­მი­სად, იქ რა ხდე­ბო­და, კაც­მა არ იცის. დღეს კად­რებს რომ ვუ­ყუ­რებთ, ის არის გულ­და­სა­წყვე­ტი, რომ მა­შინ არ მი­ექ­ცა ამას სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და ეს მხო­ლოდ BBC-ის ფილ­მის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. უბ­რა­ლოდ, აზ­რა­დაც არა­ვის მოს­ვლია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ასე­თი ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. გა­სულ წელ­საც მეც და სხვა ექი­მე­ბიც გა­ვი­ძა­ხო­დით და მივ­მარ­თავ­დით ჯან­დაც­ვას, რომ ასე­თი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ უნდა შე­წყდეს ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში არ არის ისე­თი სი­ტუ­ა­ცია, მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ასე­თი ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბი რომ იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

– ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ამ დო­ზით და ხან­გრძლი­ვო­ბით გა­მო­ყე­ნე­ბას რისი გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია მო­მა­ვალ­ში?

– რთუ­ლია ამა­ზე პა­სუ­ხი, კვლე­ვა უნდა ჩა­ტარ­დეს. ვინც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზი­ან­და, უნდა ჩა­ტარ­დეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, ახლა ამა­ზე ზე­პი­რად ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს იტყვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დად­გინ­დეს, სწო­რედ ამის­თვის ვი­თხოვთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბას. თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა არ ჩა­ტარ­და, მა­შინ არა­ფე­რი გა­მო­ვა, ესე­ნი თა­ვი­ანთ და­ნა­შა­ულს არ და­ად­გე­ნენ. სუს-ის გან­ცხა­დე­ბამ უფრო მეტი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა, ვიდ­რე აქამ­დე იყო. ჩვენ ზუს­ტად ხომ ისიც არ ვი­ცით, მარ­თლა მათი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა იყო თუ არა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი? მა­შინ გა­მო­აქ­ვეყ­ნონ და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ ეს ის ნივ­თი­ე­რე­ბა იყო და ნაშ­თე­ბი, რომ ეს ნივ­თი­ე­რე­ბა გა­ი­ხარ­ჯა. არის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­რი­ცხუ­ლი უნდა იყოს. თქვენ გჯე­რათ, რომ იქ ვი­ღა­ცამ ითა­მა­შა და ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით ქნა? არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გან­ტე­ვე­ბის ვა­ციც მო­ძებ­ნონ, თქვან, ჩვენ არ ვი­ცო­დით, ვი­ღა­ცამ შე­მო­ი­ტა­ნაო, ვი­ღაც და­სა­ჯონ და ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაა სა­ჭი­რო ვი­ღაც გა­რე­დან, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კონ­ტრო­ლებს, ჩვენც დავ­მშვიდ­დე­ბით და თვი­თო­ნაც თუ მარ­თლე­ბი არი­ან, და­უშ­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ამის­თვის არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბი­ო­მარ­კე­რე­ბი, არის ნი­ა­და­გი, ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ოდ­ში არ გა­რე­ცხი­ლა და სხვა მა­სა­ლა, ექ­სპერ­ტე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან ყვე­ლა­ფერს.

– ანუ ამ ნივ­თი­ე­რე­ბის კვა­ლის აღ­მო­ჩე­ნა ერთი წლის მე­რეც შე­საძ­ლე­ბე­ლია?

– რა თქმა უნდა, ტრიქ­ლო­რე­თი­ლე­ნის კვა­ლის აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა შე­ნო­ბე­ბი­დან, გრუნ­ტი­დან, ტან­საც­მლი­დან… CS-ის არა, თუმ­ცა 9 აპ­რილს თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, ეს მომ­წამ­ვლე­ლი გაზი ერთი წლის შემ­დე­გაც იყო ყვა­ვი­ლებ­ში, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლი­დან აი­ღეს, ძა­ლი­ან ბევ­რი მა­ში­ნაც მო­ი­წამ­ლა. იმ­ხა­ნად ჩა­ტარ­და კვლე­ვა, ახალ­გაზ­რდა ექი­მი ვი­ყა­ვი და მახ­სოვს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და მთე­ლი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყო გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი. მა­შინ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და და დად­გინ­და, რომ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ესე­ნი ამას არ აკე­თე­ბენ, სა­კუ­თარ თა­ვებს ხომ არ მო­იჭ­რი­ან?

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…