ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირი 9-დან 15 იანვრის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია, 2006 წლიდან ტარდება და წელს იგი ოცდამეერთედ გათამაშდება. მემორიალის ყველა შეხვედრა, ჯგუფური ეტაპისა და პლეი ოფის ჩათვლით, თბილისში, დიღმის არენაზე ჩატარდება.
წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას სუპერლიგის 9 გუნდი მიიღებს. მემორიალში მონაწილეობაზე უარი “ბათუმმა” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა განაცხადეს. გუნდები 3 ჯგუფში პირველი წრის შედეგად ცხრილში დაკავებული ადგილების გათვალისწინებით გადანაწილდნენ.
A ჯგუფში თავი ვსა-მ, გორის “ივერიონმა” და რუსთავმა მოიყარეს, B ჯგუფი თსუ-მ, ტყიბულის “ორბმა” და თბილისის “რაშმა” შეადგინეს, ხოლო C ჯგუფი ზესტაფონის “მარგვეთმა”, “ქუთაისმა” და გურჯაანის “დელტამ” შეავსეს. გათამაშების ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და პლუს 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.
ნახევარფინალში გუნდები ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაწყვილდებიან. საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი უარესს შეხვდება. მეორე შედეგის მქონე კი – მესამეს. ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 9, 10 და 11 იანვარს გაიმართება, 13-ში ნახევარფინალები, ხოლო 15 იანვარს ფინალური მატჩი ჩატარდება.
GBF
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
კალათბურთის განვითარების პროგრამით სამეგრელომ და აჭარამ ინვენტარის მორიგი შევსება მიიღო
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის




