საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ქართველ პოლიტიკოსს, ზურაბ ჟვანიას იხსენებს და წერს:
“ეს იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, თანამედროვე ქართული პარლამნეტარიზმის და იმ პოლიტიკური სკოლის ფუძემდებელი, რომელსაც მეც მივაკუთვნებ საკუთარ თავს.
დარწმუნებული ვარ მომავალ თავისუფალ პარლამენტში, სხდომათა ტრიბუნის უკან დაიდგმება მისი ბიუსტი. გარდა ამისა ზურა იყო საოცრად თბილი და კარგი ადამიანი, ნამდვილი მეგობარი. მე ძალიან ხშირად ვიხსენებ განსაკუთრებული სითბოთი და სიზმარშიც ხშირად მესიზმრება, ძალიან პოზიტიურად.
მის შვილებს შეუძლიათ იამაყონ მისით და მეც ვამაყობ ჩემი და ზურას თანამებრძოლეობით.”




