ზურაბ ჟვანია, გარდაცვალების შემდეგ, “თავისუფლების საპარლამენტო ორდენით” დაჯილდოვდა

ზურაბ ჟვანია, გარდაცვალების შემდეგ, “თავისუფლების საპარლამენტო ორდენით” დაჯილდოვდა. ს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჯილდო ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ჟვანიას გადასცა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის სახელით, ზურაბ ჟვანია დაჯილდოვდა „თავისუფლების საპარლამენტო ორდერით“, რათა აღინიშნოს მისი განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტარიზმის წინაშე.
“დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და განსაკუთრებულად პარლამენტისა და პარლამენტარიზმის განვითარებაში. 31 წლის ასაკში გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, 41 წლის ასაკში, სამწუხაროდ, ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მან იმ პერიოდში, როდესაც პოლიტიკაში იყო და განსაკუთრებით, როდესაც პარლამენტს ხელმძღვანელობდა, უდიდესი წვლილი შეიტანა, როგორც პროცედურულად პარლამენტის ჩამოყალიბებაში, საკანონმდებლო საქმიანობის პროცედურების ჩამოყალიბებაში, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაში, ისე ზოგადად, პოლიტიკის იდეის დანერგვაში. ამ ღვაწლის აღსანიშნად, საქართველოს პარლამენტის სახელით, ის დავაჯილდოვეთ თავისუფლების საპარლამენტო ორდერით, რათა აღვნიშნოთ მისი განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს პარლამენტის და პარლამენტარიზმის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას

არჩევნებში ოპოზიციის არ მონაწილეობის კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოდ ჩაიხსნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია – საზოგადოება განაჩენს კიდევ ერთხელ გამოუტანს

საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა. როგორც კი მოიხსნება არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, ეს ურთიერთობა ამ ტყვეობიდან იმ მომენტშივე გამოვა

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი