ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონსა და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მისი მომდევნო წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურა მას ბრალად სდებს – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას.
იმავე წლის 4 დეკემბერს ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.