ზურაბ დავითაშვილი: რა მონსტრსაც მივიღებთ და რა შედეგებით, მალე გამოჩნდება. საინტერესოა, ამასაც ჩვეულებრივ ამბად აღიქვამენ სტუდენტები?

„დიდი ხანია არაფერი დამიდია ფეისბუკზე. ძნელია, კომენტარები აკეთო, როცა ერთმანეთზე უარესი ამბები ხდება ქვეყანაში და ხალხი ამას გულგრილად ხვდება. განსაკუთრებით მძიმე იყო სტუდენტების სრული ინდიფერენტულობა ე.წ. განათლების რეფორმის მიმართ, რომელიც საქართველოს მთლიანად ხსნის ევროპული განათლების სივრციდან და მომავალს უსპობს ქვეყანას.
ამაზე უარესი რაღა შეიძლება მომხდარიყო და აი ესეც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება ისეთი წარმოუდგენელი აბსურდია, რომელიც საღი აზრის ნატამალსაც არ შეიცავს. რა მონსტრსაც მივიღებთ და რა შედეგებით, მალე გამოჩნდება. საინტერესოა, ამასაც ჩვეულებრივ ამბად აღიქვამენ სტუდენტები?“, — წერს თსუ-ს პროფესორი, ზურაბ დავითაშვილი სოციალურ ქსელში