ზურაბ გურული: ყველა ერს აქვს იმის უფლებაც და შესაძლებლობაც, საკუთარი ინტელექტის დეგრადაცია დაუშვას; ცივილიზაცია მათ მხოლოდ მაშინ დაუპირისპირდება, თუ ისინი…

“დეკადების განმავლობაში აწარმოებდა ირანი ომს ს წინააღმდეგ. ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუსიტები პრაქტიკულად ირანის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდნენ. სწორედ იმ ფაქტმა, რომ წარმატებით მოხერხდა ამ სატელიტი არმიების განადგურება, მიიყვანა ირანის რეჟიმი ისრაელთან უშუალოდ დაპირისპირებასთან. ისრაელი ირანთან აბსოლუტურად სამართლიან ომს ეწევა როგორც მორალური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. ქვეყანა, რომელსაც თავის უზენაეს მიზნად დასახული აქვს მეორე ქვეყნის ფიზიკური განადგურება და დედამიწის პირიდან აღგვა, აუცილებლად გასაჩერებელია და პრევენცია ყველაზე ადეკვატური, ჰუმანური და ეფექტური ტაქტიკაა ამისათვის. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვალდებულება აქვს, ბოლომდე გაუწიოს დახმარება თავის მთავარ მოკავშირეს.
ისრაელის სამხედრო ოპერაცია უკვე იმ ეტაპზეა მისული, რომ აწი დამუხრუჭება შეუძლებელია და საშიშიც. ირანს საკმარისი დრო ჰქონდა საკუთარი პოზიციების ადეკვატურად შესაფასებლად, მაგრამ ამ ქვეყნის მაკონტროლებელი ეროვნული ინტელექტი იმდენად დეგრადირებულია, რომ ცივილიზებულ სამყაროს მასთან საუბარი აღარ შეუძლია. ყველა ერს აქვს იმის უფლებაც და შესაძლებლობაც, საკუთარი ინტელექტის დეგრადაცია დაუშვას; არავინ ჩაერევა მათ საქმეში. ცივილიზაცია მათ მხოლოდ მაშინ დაუპირისპირდება, თუ ისინი თავიანთი მასშტაბების გამო მწვავე ეგზისტენციურ კრიზისს შექმნიან კაცობრიობისათვის. ასე იწყებოდა და დაიწყება მსოფლიო ომები. ირანის რეჟიმთან ისრაელ-ამერიკის დაპირისპირებას არ გააჩნია მსოფლიო ომამდე ესკალაციის პოტენცია არცერთი ობიექტური კრიტერიუმით; სამაგიეროდ გააჩნია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამოწვევის პოტენცია; სწორედ ამიტომ არის საჭირო ამერიკის სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედება.
“ვინმემ აუხსენით დაცენტრილ ტაკერ კარლსონს, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი“- აღმოხდა გაბრაზებულ პრეზიდენტ ტრამპს. ეს ფრაზა წარმატებით შეიძლება გავრცელდეს სხვა „დაცენტრილებზეც“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მიმდინარე მოვლენებმა გადაფარა ამ ფრაზის ისტორიული მნიშვნელობა; არადა, ტაკერ კარლსონთან და მარჯორი ტეილორ-გრინთან პრეზიდენტის დაპირისპირებამ ნათლად დააფიქსირა, რომ ტრამპის პოლიტიკურ დოქტრინას მემარჯვენე რადიკალებთან მხოლოდ ხანმოკლე, მყიფე, სიტუაციური კავშირი ჰქონდა, რომელიც მაშინვე დაიშალა, როგორც კი ფუნდამენტური პოლიტიკური მრწამსის ნათლად დაფიქსირება გახდა საჭირო.
ამერიკის რესპუბლიკურმა პარტიამ უკვე დაიწყო „მავნე მინარევებისაგან“ თვითგაწმენდა, რასაც ვერ ვიტყვით დემოკრატიულ პარტიაზე, სადაც პარადი ისევ რადიკალ ოკასიო-კორტესებს მიჰყავთ, რადგან უფრო ინტელექტუალური სპექტრი უიმედოდ იმპოტენტი გამოდგა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესს საერთოდ ვერაფერი გაუგო აზროვნებაზე პრეტენზიის მქონე ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელიც ისევ ჯიუტად მიჰყვება ამერიკელი რადიკალი მემარცხენეების უკვე მრავალჯერ გაბითურებულ ტრენდს და თავგამოდებული ამტკიცებს, რომ თურმე ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ჰეგსეტმა მომავალი წლიდან უკრაინისათვის სამხედრო-ეკონომიკური დახმარების შეწყვეტა დაანონსა. არადა, საკმარისია გუგლ-ში ჩამონტაჟებულ ხელოვნურ ინტელექტს დაუსვათ შეკითხვა, სიმართლეა თუ არა ეს და სწორ პასუხს მიიღებთ, მაგრამ შესაბამის მედიათა ჟურნალისტებს ურჩევნიათ გააგრძელონ სიცრუის ტირაჟირება მხოლოდ იმის გამო, რომ მათ რედაქტორებს არჩეული ტრენდიდან ჩამოხტომა არ სურთ თავიანთი ბითური თავმოყვარეობის შენარჩუნების გამო. შედეგიც სახეზეა. საქართველოში რეალური პოლიტიკა მოკვდა; საზოგადოება კი დათრგუნული და სასოწარკვეთილია.
იმედია, ირანელი ხალხი ამერიკის დახმარებით წარმატებით შეძლებს დეგრადირებული რელიგიური პრიმიტივიზმიდან ახალი, ბედნიერი საზოგადოების შექმნას. როგორც ჩანს ხანდახან ამ კეთილშობილური პროცესის ინიცირებას „ოპიუმით“ გაბრუებულ თავში ბომბის ჩარახუნება სჭირდება.
ვნახოთ …” – წერს სოციალურ ქსელში მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .