ზურაბ გურული: „ქართულ ოცნებას“ ნულოვანი შანსი აქვს ამერიკასთან ე.წ. გადატვირთვის. უკვე დასანქცირებული სახელმწიფო მოხელეების პენსიაში გაშვება სიტუაციას ვერ შეცვლის

“„ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები. შესაბამისად, შევხედავთ (ამ სიტუაციას) და ვიკითხავთ: -არის თუ არა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში, რომ ანტი-ამერიკული მთავრობა მართავდეს მსოფლიოს მნიშვნელოვან კუთხეს? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ საჭირო ზომებს, რომ შესაბამისად ვაზღვევინოთ ასეთ მთავრობას.“
„და ისევ, ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რატომ ვაპირებთ ჩვენს იქაურ რეგიონალურ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებთან კონსულტაციას, რათა მათგან მივიღოთ მიმართულება, თუ რა ღონისძიებების მიმართ იქნება უფრო მოწყვლადი მთავრობა, ეს ანტი-ამერიკული მთავრობა.“
( მარკო რუბიო, -ს სახელმწიფო მდივანი)
———
როგორც ხედავთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ნათლად და არაორაზროვნად უწოდა საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ანტი-ამერიკული; თანაც ორჯერ და ხაზგასმით. ნებისმიერი „ექსპერტი“, რომელიც შეეცდება ამ სიტყვების განსხვავებულ ინტერპრეტაციას, არის ან უვიცი, ან თაღლითი.
ალბათ დამეთანხმებით, რომ სახელმწიფო მდივანის ამ განცხადების შემდეგ, თეორიული ალბათობაც არ არსებობდა იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მილოცვა გაეგზავნა საქართველოს ე.წ. პრეზიდენტისათვის და ნებისმიერი „ექსპერტი“, რომელიც სერიოზულად საუბრობს ამ „წერილზე“, არის ასევე ან უვიცი, ან თაღლითი.
ამასთან, ნებისმიერი „ექსპერტი“, რომელიც სერიოზულად ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მიიღებდა და წაიკითხავდა ე.წ. პრემიერ კობახიძის ეპისტოლეს, არის უბრალოდ ჭკუასუსტი.
ამერიკის შეერთებული შტატების თბილისის საელჩომ გამოიჩინა კლასიკური დიპლომატიური ტაქტი და კომენტარი არ გააკეთა ზემოხსენებული ფაქტების შესახებ, რადგან ნებისმიერი სახის განცხადება ამ თემაზე უბრალოდ ინტელექტუალური შეურაცხყოფა იქნებოდა როგორც ამერიკელი დიპლომატებისათვის, ასევე ნებისმიერი მოაზროვნე ქართველის მიმართ.
ცდილობს თუ არა ამერიკის მთავრობა საქართველოს დე-ფაქტო დიქტატორთან კომუნიკაციას, თუ არა? დიახ; ცდილობს. ბატონმა რუბიომ ხაზგასმით განაცხადა სამხედრო კრიმინალ პუტინთან კომუნიკაციის აუცილებლობაც, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი იქნება დიპლომატიური მანევრირება; შესაბამისად, ამერიკელები იკონტაქტებენ საქართველოს მმართველ რეჟიმთანაც.
დაახლოებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა ინფორმაციას მიაწვდიან ადგილობრივი ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური ცენტრები სახელმწიფო მდივანს ქართული ოპოზიციური სპექტრის და მედიის დამოკიდებულებაზე ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიმართ. წარმოუდგენელი პოლიტიკური სიბეცე და უბრალოდ მავნებლობაა, რასაც ეს სპექტრი აკეთებს ამჟამად ამ მიმართულებით. ისტორია ყველაფერს ინიშნავს და იმახსოვრებს. სწორედ ეს არის ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამერიკის მთავრობას ჯერ კიდევ არა აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოს შესახებ.
„ქართულ ოცნებას“ ნულოვანი შანსი აქვს ამერიკასთან ე.წ. გადატვირთვის. უკვე დასანქცირებული სახელმწიფო მოხელეების პენსიაში გაშვება სიტუაციას ვერ შეცვლის. ყველა ახალ მოხელეს პოტენციურად ანალოგიური ხვედრი ელის, შესაძლოა უფრო მკაცრიც, რადგან პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია სრულიად უბოდიშოდ და უცერემონიოდ ექცევა ანტი-ამერიკელებს. ეს ფაქტი ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა ადეკვატურად ს პრეზიდენტმაც და ბუნებრივია, რომ ვერ გაიაზრეს ვერც რუსეთის ქართველმა სატელიტებმაც.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ გულწრფელი და კონსტრუქციული რჩევა „ოცნებას“; უპირობოდ გაათავისუფლეთ ყველა პოლიტ-პატიმარი; მოიწვიეთ საერთაშორისო მედიატორები, შექმენით პარიტეტული გარდამავალი მთავრობა, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ახალი, დემოკრატიული ს ჩასატარებლად.
ნუ გამოცდით ნურც ამერიკას, ნურც პრეზიდენტ ტრამპს და ნურც საკუთარ იღბალს”, – წერს სოციალურ ქსელში მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .