ზურაბ გურული: უდიდესი ცოდვაა ეს; საშვილიშვილო ცოდვა და არავის შერჩება. უფალი ყველაფერს ხედავს

“ნიშანი მოუგო მოყვასს, რომ ის განსაცდელშია და შენ კი თავად უსაფრთხოდ იმყოფები, არამარტო ამორალურია, არამედ არაქრისტიანულია. არაქრისტიანულთან ერთად ძალიან არაქართულიცაა, რადგან ჭეშმარიტ ქართველს არასოდეს შეშლია არც მოყვასის ჭირის გაზიარება და არც ელემენტარული ზრდილობა.
ნიშანი მოუგო მოყვასს, რომ ის სულელია, რადგან მომხვდურთან ბრძოლა არჩია დამონება-გათახსირებას და შენ კი ჭკვიანი, რადგან მტერთან შეხმატკბილება არჩიე, უღირსობაა, სულმდაბლობაა.
ამიტომ არ შეიძლება ასეთი სამარცხვინო ხალხის ქვეყნის სათავეში გაჩერება, რადგან მათ გარყვნეს ქართული სული, ქრისტიანობაზე ათქმევინეს უარი საკუთარ ერს; მოყვარეს ნიშანი მოუგეს, სილაჩრე კეთილგონიერებად გაასაღეს. უდიდესი ცოდვაა ეს; საშვილიშვილო ცოდვა და არავის შერჩება.
უფალი ყველაფერს ხედავს.
გეშინოდეთ!” – წერს სოციალურ ქსელში -ს მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანას უნივერსიტეტების პროფესორი, .
ცნობისთვის, დღეს, დილით ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს ში ს მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო – ფერადით.

ასევე დაგაინტერესებთ