ზურაბ გურული: სულ რომ ოპოზიციის პოლიტიკოსებს ვაკრიტიკებთ, ერთიც სამართლიანობისათვის ისიც ვთქვათ, ჩვენ თუ დავეხმარეთ მათ გაზრდაში. ჩვენ; ხალხი

“სულ რომ ოპოზიციის პოლიტიკოსებს ვაკრიტიკებთ, ერთიც სამართლიანობისათვის ისიც ვთქვათ, ჩვენ თუ დავეხმარეთ მათ გაზრდაში. ჩვენ; ხალხი.
კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც გავეშებული მთავრობის მსახურნი ჩვენს შვილებს ასახიჩრებენ ქუჩებში, ერთი მარტივი რამ ვითხოვეთ ჩვენი ცნობილი და პოპულარული ხალხისაგან, ორი სიტყვა ამოღერღეთ, იქნებ თქვენმა პოზიციამ ოდნავ მაინც მოქაჩოს ლაგამი გონებიდან გადასულ უზურპატორებს-თქო და ამაზეც კი ორად გავიყავით.
– რა იცის 21 წლის ბიჭმა, გაუშვი ბურთი აგორაოსო – ავჩუყდით. არადა, 19 წლის მარო მაყაშვილი მასეთ 21 წლის ბიჭებთან ერთად დათოვლილ სანგარში ტყვიას უშვერდა შუბლს.
ინფანტილური კონფორმიზმის მესიჯი მივაწოდეთ პოლიტიკურ ოპოზიციას; დავარწმუნეთ რომ არა ვართ ბოლომდე სერიოზულად განწყობილნი და არც ის გვესმის, რატომ გვჭირდებოდა ამა ქვეყნისა ცნობილთა მტკიცედ ნათქვამი სიტყვა.
მაშინ რატომ გვიკვირს მათი ყოყმანი?
1921 წელს არც პრესა იყო წესიერი საქართველოში და ვერც იმდროინდელი ადამიანების დღიურები შემოგვრჩა. დღეს სხვა დროა საქართველოს მეტნაკლებად გამოჩინებულო ადამიანებო. ხვალ რომ დიდი ხნით სიბნელეში ჩაეშვას ქვეყანა, ყველას პოზიცია და სიტყვა გადაეცემა მომავალ თაობებს. რითი ვიმართლებთ თავს?
მთელი მსოფლიოს პროგრესული ქვეყნები ერთხმად რომ გვაფრთხილებდნენ საით მივდიოდით და ჩვენ რომ ამ დროს მშვიდად ვუყურებდით რუსეთ-ირან-კორეის გზას, გულუბრყვილობაში ჩაგვეთვლება?
არ გვქონდეს მაგისი იმედი. ყველა ვემახსოვრებით. უკლებლივ. ჩვენი პოზიციებიანად. სხვა თაობები მოდიან, იცოდეთ. ეგენი არ დაგიდევენ გაფეტიშებულ ავტორიტეტებს.
ერთი გადამდგარი ელჩი მოსწმენდს პირს ქართულ დიპლომატიურ ელიტას?
მთავარსარდალის, თანაც მანდილოსანის, საჯარო გალანძღვა სამხედრო აღლუმზე, ღირსებად გაჰყვება მომავალში ქართულ მხედრობას?
ან თქვენ სადა ხართ, ქართველო ექიმებო, მშვიდად გაუკეთებთ ოპერაციებს სადისტების მიერ დალეწილ პატრიოტებს?
ჩვენი, ქართველი ხალხის ბრალია დღევანდელი სიტუაცია და ტყუილად ვეძებთ დამნაშავეებს,” – წერს სოციალურ ქსელში -ს მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანას უნივერსიტეტების პროფესორი, .