ზურაბ გურული: საკუთარი კონფორმიზმის სრული გააზრება სიბერეში ხდება და თუკი სინდისი შერჩენილი გექნებათ, ისე დაგტანჯავთ, როგორც ბლაგვი სკალპელით გაკეთებული გრძელი ოპერაცია

“ამერიკულ სამედიცინო ეთიკას ქართულისაგან განსხვავებით ერთი მნიშვნელოვანი იურიდიული თავისებურება აქვს. პაციენტისათვის დიაგნოზის დამალვა, რა კეთილშობილური მიზანიც არ უნდა იდგეს ამის უკან, სისხლის სამართლის დანაშაულია.
ცხადია, არსებობენ ისეთი პაციენტები, რომლებიც დიაგნოზის არცოდნის გამო უფრო მშვიდად მოკვდებიან, მაგრამ ექიმი ვალდებულია კანონს დაემორჩილოს. სასტიკია ამ შემთხვევაში კანონი? შესაძლოა; თუმცა არა ყოველთვის. შეგნებულ, პასუხისმგებლიან ადამიანთა უმრავლესობას ურჩევნია ზუსტად იცოდეს საკუთარი შანსები, რათა სწორად დაგეგმოს დარჩენილი ცხოვრება.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ქართველმა ახალგაზრდებმა დაუფარავად უნდა იცოდნენ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რას ებრძვიან და როგორია რეალობა.
დასაწყისში პოზიტიური ფაქტორები:
1. ქართული “ოცნება” სრულად და უპირობოდ იზოლირებულია საერთაშორისო დემოკრატიული სამყაროდან. არანაირი რესურსი არ გააჩნიათ არც ევროპასთან და არც ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენის. თან საქართველო აზერბაიჯანი არ არის, რომ ნავთობის და თურქების შუამდგომლობის გამო ალიევივით აარიდონ თვალი ივანიშვილს. ძალიან ბევრი და ძალიან სულელურად იხმაურა უკვე. გამორიცხულია ამის გაქვითვა.
დავუმატოთ ამას კრიმინალური შავი ფულის რეცხვა; საერთაშორისო ტრეფიკინგი; ნარკოდერეფნის გახსნა; ირანთან ფლირტი და შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ივანიშვილი ლუკაშენკას კატეგორიაშია, თუ უარესში არა.
2. ზღაპრები ტრამპზე მალე დასრულდება და “ოცნება” ნელნელა გადავა მის ლანძღვაზე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია; ჯერ სოციალური “ფეხსალაგების” დონეზე, მაგრამ სულ მალე “ზალაში” გამოიტანენ.
3. როგორ გაუსწორდებიან ივანიშვილს, იმაზე იქნება დამოკიდებული, კიდევ რამდენს “იხმაურებს”. ვინაიდან იგი აგრძელებს სისასტიკეს, მისი რიტორიკა დაუფიქრებელი და აგრესიულია, ამიტომ, ლოგიკურად, სანქციები მწვავე და მტკივნეული იქნება.
იმედია ამ სიტუაციის გარკვეულად “განეიტრალებას” არ “მოახერხებს” ოპოზიციის ის უტვინო სპექტრი, რომელიც ტრამპის გინებაშია სოციალურ ქსელებში.
4. სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება დიდხანს ვეღარ გაგრძელდება სრულყოფილად, რადგან ამდენ … არაკომპეტენტურს 😇 ვერანაირი სისტემა ვერ აიტანს.
5. რაც არ უნდა ეცადონ, ეკონომიკას მაინც ვერაფერს მოუხერხებენ და თავზე დაემხობათ.
——
ნეგატივები უკვე ჩამოთვალა პუნქტობრივად ბატონმა მ.
დავუმატებდი რამდენიმე პუნქტს:
1. პრო-დასავლური სპექტრი საქართველოში წარმოადგენს უმცირესობას!!!
2. ქართველთა 75% არის პოლიტიკურად ინერტული მასა, რომელიც გაინძრევა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ პირდაპირ და უშუალოდ შეეხება “ოცნების” მიერ დანგრეული სახელმწიფოს პრობლემები.
3. სტაგნაციის პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
4. ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ინერტულ 75%-ს ან დაამუნათებთ, ან შეარცხვენთ, ან სინდისს გაუღვიძებთ ქვეყნის დაღუპვის გამო.
1921 და 1991 კარგი მაგალითებია ამაში დასარწმუნებლად.
5. ამჟამინდელი ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია. ნუ იქნებით გულუბრყვილონი და მათ ჯინაზე ნუ გახდებით მაროდიორი პოლიტიკანების მსხვერპლი, რომლებიც ახალ ფანტასმაგორიულ მიზანს დაგისახავენ. საშინელ იმედგაცრუებას მიიღებთ ბოლოს.
——
და ბოლოს, როცა ყველაფერი იცით, სწორად უნდა დაალაგოთ პრიორიტეტები. წინ გრძელი და მძიმე გზაა; ბუნდოვანი ჰორიზონტით.
ერთია მხოლოდ, საკუთარი კონფორმიზმის სრული გააზრება სიბერეში ხდება და თუკი სინდისი შერჩენილი გექნებათ, ისე დაგტანჯავთ, როგორც ბლაგვი სკალპელით გაკეთებული გრძელი ოპერაცია.
ალტერნატივა საშიშია, მაგრამ სწრაფი.
არჩევანი თქვენია,” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .