ზურაბ გურული: პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმძიმესი და ძალიან სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. ჰქონდა თუ არა არჩევანი პრეზიდენტს?

“ი-პატონებს თუ არა სირსკი და გახდება თუ არა ზალუჟნი ეიზენჰაუერი ?
—————————————-
პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმძიმესი და ძალიან სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. ს გადაყენებით მან უკან დასახევი გზა მოიჭრა. თუ გაუმართლა, მისი პოზიცია შეურყეველი გახდება; თუ არა, გამანადგურებელი ფიასკოთი დაასრულებს პოლიტიკურ კარიერას.
ჰქონდა თუ არა არჩევანი პრეზიდენტს?
მას შემდეგ, რაც გენერალმა ზალუჟნიმ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყო და ზელენსკის პოლიტიკურ ნიადაგზე დაუპირისპირდა, პრეზიდენტს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, გენერალი უნდა წასულიყო. ობიექტურად, ომში მყოფი შეიარაღებული ძალების სარდალი არ უნდა საუბრობდეს უცხოურ პრესასთან თავისი არმიის პრობლემებზე და კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა აყენებდეს იმ ამოცანას, რის შესასრულებლადაც ქვეყანა იბრძვის. ცხადია, არსებობს მორალური ფაქტორიც, რის გამოც ზალუჟნიმ ეს ნაბიჯი გადადგა. იგი შეეცადა თავისი ჯარისკაცების სიცოცხლის დაზოგვას და ქვეყნის დაცვის პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილებას უკრაინის მთელ მოსახლეობაზე. ნამდვილად ღირსეული მიზეზია; მაგრამ იყო კი ტაქტიკურად სწორად შესრულებული? ალბათ არა. გენერალს შეეძლო თავისით გადამდგარიყო და პრეზიდენტთან დაპირისპირება პოლიტიკურ კულუარებში დაეტოვებინა. ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფ ქვეყანას არ სჭირდებოდა ასეთი დრამის გათამაშება მსოფლიოს ავანსცენაზე.
ზალუჟნიმ ნებით თუ უნებლიედ სამხედრო სივრციდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და ზელენსკის პოლიტიკურ ველზე დაუპირისპირდა. 500 ათასი ახალწვეულის მობილიზება და ქვეყანაში ტოტალური საომარი მდგომარეობის გამოცხადება, ყველა შესაბამისი შედეგით, თავად ზელენსკის ისედაც შერყეულ პოპულარობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. პრეზიდენტს ასეთი რისკის გაწევა არ შეეძლო. მხოლოდ სუბიექტური მიზეზები ამოძრავებდა ზელენსკის? ცხადია არა. არავინ იცის დანამდვილებით, რამდენად ეფექტური იქნებოდა წინა ხაზზე ეს 500 ათასი გაუწვრთვნელი, ცუდად მოტივირებული, ომში იძულებით წაყვანილი ჯარისკაცი. გარდა ამისა, პოლიტიკოსმა ზელენსკიმ მეომარ ზალუჟნიზე უკეთ იცის, რა პოლიტიკურ-ეკონომიკური შანსები აქვს ს ომის გასაგრძელებლად და შემდგომი დახმარებების მისაღებად. პრეზიდენტიც ცდილობს თავისი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას. მისი პასუხისმგებლობა სცილდება შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას მოიცავს. ამრიგად, მორალურად ორივე მართალია, ზელენსკიცა და ზალუჟნიც. იურიდიულად კი სიმართლე პრეზიდენტის მხარეზეა; სუბორდინაციის დამრღვევი უნდა დაისაჯოს.
დიდი ალბათობით ზალუჟნი აღარ მიიღებს მონაწილეობას აქტიურ სამხედრო ოპერაციებში. სამაგიეროდ, მას დიდი შანსი აქვს პოლიტიკაში დაწინაურების; მითუმეტეს, თუ პრეზიდენტის ვა-ბანკი ფიასკოს განიცდის, რისი შანსიც ძალიან მაღალია. გახდება თუ არა სარდალი ზალუჟნი დუაიტ ეიზენჰაუერივით პრეზიდენტი, ამას დრო გვიჩვენებს, მანამ კი საომარ არენაზე გენერალი სირსკი გამოდის; საბჭოთა სამხედრო სისტემის მიერ გაწვრთვნილი ოფიცერი, რომელსაც თავისი პიროვნული და ტაქტიკური ღირსებებით გენერალ პატონს ადარებენ. სირსკი ცივი და პრაგმატული სამხედროა; ყოველგვარი სენტიმენტებისაგან დაცლილი. ის არ ერევა პოლიტიკაში; თანახმაა იბრძოლოს იმ მოცემულობით, რაც ხელთა აქვს. შეძლებს თუ არა უკრაინელი პატონი ფრონტის ხაზზე სიტუაციის არსებითად შეცვლას? ალბათ ვერ. ზალუჟნის შეფასებები სამწუხაროდ უაღრესად ობიექტური და რეალისტური იყო. ამჟამინდელი რესურსებით პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანის შესრულება და უკრაინის ტერიტორიის მტრისაგან გაწმენდა შეუძლებელია.
დიდი ალბათობით, სირსკის ტაქტიკა იქნება აქტიური თავდაცვის გაგრძელება და დროის მოგება, სანამ საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია გაირკვევა. ამ ამოცანის შესრულება მას მხოლოდ არსებული რესურსებით მოუწევს, ამიტომ განსაკუთრებით სარისკო ოპერაციებს ადგილი ალბათ არ ექნება, მიუხედავად იმისა, რომ სირსკისაგან გარკვეულ თავზეხელაღებულობას ელიან. ზელენსკის გაუჭირდება მასზე ზეწოლის მოხდენა, რადგან სარდლის სხვა კანდიდატურა პრაქტიკულად აღარ ჰყავს. ბუდანოვი ძალიან ჭკვიანია იმისათვის, რომ ასეთი პასუხისმგებლობა აიღოს თავზე.
დროის მოგება ზელენსკისაც სჭირდება. მან თავისი პოლიტიკური კაბინეტის მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოახდინოს და პარალელურად, პოლიტიკური მეტოქეებიც გაანეიტრალოს. არჩევნებზე საუბარი მალე ისევ განახლდება და ფრონტზე არსებული სიტუაცია ამაში გადამწყვეტ წვლილს შეიტანს,”  – წერს სოციალურ ქსელში მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა მ გამოაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად სახმელეთო ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლექსანდრ სირსკის დანიშვნის შესახებ.