ზურაბ გურული: გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ დამარცხებას არ განვიხილავთ არცერთ შესაძლო ვარიანტად!

“რატომ გავიმარჯვებთ!
მხოლოდ ფაქტები
————————
1. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოს ფლაგმან ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულად და უპირობოდ აქვს გაცნობიერებული საქართველოს მნიშვნელობა ამჟამინდელი მსოფლიოს პოლიტიკურ დაფაზე და პირადი ღირსების საკითხად თვლის იმას, თუ „საით გაიხედავს საქართველო, აღმოსავლეთისაკენ თუ დასავლეთისაკენ“.
2. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ზეპარტიულია, ანუ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია იქნება ამერიკის სათავეში, რესპუბლიკური თუ დემოკრატიული. ორივე პარტიისთავის ერთნაირად მნიშვნელოვანია ამერიკის ღირსების საკითხი.
3. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ევროკავშირი უპირობოდ გვიჭერს მხარს და მათ აღარ აქვთ არანაირი ილუზია საქართველოს მთავრობის ნამდვილი პოლიტიკური და იდეოლოგიური შინაარსის შესახებ.
4. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ დღეს ჩვენც, ქართველებმაც ზუსტად, ყოველგვარი ილუზიების გარეშე ვიცით, რომ საქართველოს ე.წ. მთავრობა თავისი პოლიტიკური და იდეოლოგიური შინაარსით არის ანტიქართული, რეტროგრადული, იზოლაციონისტური. შესაბამისად, წაიშალა ბუნდოვანი, აბსტრაქტული მტრის სახე და გვაქვს კონკრეტული, ნათელი იმიჯი იმისა, თუ რას და ვის ვებრძვით და რატომ.
5. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ დღევანდელი მსოფლიო არ არის 1921 წლის და თუნდაც 1991 წლის მსოფლიო. ეს არის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების მსოფლიო და შესაბამისად, მთელ პლანეტაზე მიმოფანტული პროგრესული ქართველობა წინააღმდეგობის ერთიან, მძლავრ ქსელს წარმოადგენს.
6. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ქართულ საერთაშორისო პროგრესულ სპექტრს თავისი სიტყვა ეთქმის მთელ მსოფლიოში და ისინი ყველგან მიიტანენ გზავნილს იმის შესახებ, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს საკუთარ თავს და არა ველური, ბნელი და ბოროტი ანტი-ცივილიზაციის.
7. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ქართული პროგრესის პროტესტის უპირობო ფლაგმანს დღეს წარმოადგენს არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ ერის ყველაზე სუფთა და შეურყვნელი სპექტრი, ქართველი ახალგაზრდობა და მათი ინტელექტუალური კვინტესენცია.
8. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ დღეს ქართველთა პროგრესული სპექტრი უპირობოდ და ერთიანად დგას გმირი უკრაინელი ხალხის გვერდით. უკრაინელთა საარაკო შეუდრეკელობა ჩვენთვისაც მაგალითი უნდა იყოს და არის კიდეც. ჩვენ მარტო არა ვართ უბოროტესი მტრის წინააღმდეგ. მ თავისი სიჯიუტით აიძულა მთელი მსოფლიო, რომ მისი გამარჯვება დემოკრატიული სამყაროს პირადი ღირსების საკითხად გადაქცეულიყო. უნდა ვაიძულოთ ჩვენც; მითუმეტეს, რომ ეს უკვე გაცნობიერებული აქვს ამერიკასაც და ევროკავშირსაც.
9. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპული ერი ვერ იგუებს სიბნელის, სიბრიყვის და სისასტიკის გამარჯვებას.
10. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ მოვახერხებთ ყველა უთანხმოების დროებით დავიწყებას და გავერთიანდებით, რადგან ბედისწერას ფსონზე დღეს ჩვენი სამშობლო უდევს.
11. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ დამარცხებას არ განვიხილავთ არცერთ შესაძლო ვარიანტად!
არ დაღონდე ჩემო საქართველოვ! არც ცრემლების შეგრცხვეს; ეს უძლურების ცრემლები არ არის, ეს სიძლიერის ცრემლებია; სუფთა, წმინდა და ცხელი.
ამ ცრემლებშია ის განუსაზღვრელი ენერგია, რომელსაც ნებისმიერი მარცხის გამარჯვების მოტივაციად გადაქცევა შეუძლია.
ჩვენ აუცილებლად გვექნება ძალიან მაგარი ქვეყანა. დროა ვაიძულოთ ბედისწერა რომ აღიაროს ჩვენი შეუპოვრობა და დაგვითმოს.
ახლა კი გავიღიმოთ და საქმეს მივხედოთ!” – წერს სოციალურ ქსელში -ს მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანას უნივერსიტეტების პროფესორი, .