ზურაბ გურული: გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენს მხარეზეა ყველა სახის ეროვნული სიმართლე!

“რატომ გავიმარჯვებთ (გაგრძელება)
მხოლოდ ფაქტები და თეზისები
_____________________________
1. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ პლანეტის ცივილიზაციამ გადაწყვიტა იარაღით და ბრძოლით დაიცვას კაცობრიობის პროგრესის ყველა მონაპოვარი ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა მეორე მსოფლიო ომის დროს.
ნიშანდობლივია, რომ არაფორმალური განცხადება ამის შესახებ ნორმანდიაში, მოკავშირეთა უდიდესი საბრძოლო ოპერაციის 80 წლისთავზე გაკეთდა.
2. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ამერიკამ და ევროპამ, ანუ მსოფლიო ცივილიზაციის ფორპოსტებმა ისევ ერთად გადაწყვიტეს ანტიცივილიზაციის დამარცხება. ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი მემორანდუმი ამის დოკუმენტური დასტურია.
3. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ უკვე დოკუმენტურად ვიცით, რა მიზეზით შეიმუშავა მსოფლიო ანტიცივილიზაციის ყველაზე აგრესიულმა ფლაგმანმა – რუსეთმა დეზინფორმაცია-ბოდვა ე.წ. „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ. რეალურად, „გლობალური ომის პარტია“ წარმოადგენს მსოფლიო ცივილიზაციის გაერთიანებულ ძალისხმევას ანტიცივილიზაციის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგნებულად ვიცით, ვის მხარეზე ვართ და უნდა ვიყოთ.
4. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ფრანგულ-ამერიკულ მემორანდუმში საქართველო მოიაზრება როგორც ცივილიზაციის განუყოფელი, ინტეგრალური ნაწილი და რომ ცივილიზაცია არ აპირებს საქართველოს დათმობას ანტიცივილიზაციისათვის.
5. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ცივილიზაციის პოზიცია წარმოადგენს მსოფლიოს უზენაეს, ზეპარტიულ პოზიციას და არ შეიცვლება არავითარ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება ამერიკისა თუ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი. წილი ნაყარია!
6. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილის თეზისებით სამუდამოდ გამიჯნა საკუთარი თავი ცივილიზაციისაგან და მათი რეაბილიტირება რაიმე სახით ამ სივრცეში აბსოლუტურად გამორიცხულია. ეს პათოლოგიური ფსევდო-პოლიტიკური კონგლომერატი ოფიციალურად გარიცხულია ცივილიზაციის შემადგენლობიდან და ამ პროცესის ფორმალიზაცია უკვე დაწყებულია საერთაშორისო სანქციების მეშვეობით.
7. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად დაცლილია იმ პოლიტიკური და სოციალური ინტელექტუალური სპექტრისაგან, რომელმაც შესაძლებელი გახადა მისი გამარჯვება 2012 წელს და „ატივტივა“ 2024 წლამდე მილევადი პოლიტიკური კამუფლაჟით. ეს კამუფლაჟი უკვე აღარ არსებობს.
8. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ კარგად ვიცით რა გველის, თუ ანტიცივილიზაციის შემადგენლობაში აღმოვჩნდებით.
9. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენს მხარეზეა ქართული ინტელექტის და შეუპოვრობის კვინტესენცია და ჩვენს მხარეზეა ისტორიული, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და საერთოდ, ყველა სახის ეროვნული სიმართლე!” –  წერს სოციალურ ქსელში -ს მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანას უნივერსიტეტების პროფესორი, .

ასევე დაგაინტერესებთ