ზურაბ გურული: ასე დაიბადა კურსკის ოპერაციის პრაქტიკულად უანალოგო იდეა

“ბავშვობაში, წიგნების ინტენსიურად კითხვას რომ შევეჩვიე, ერთი ჩვევა დამჩემდა; როგორც კი ნაწარმოების პირველ თავებს ჩავამთავრებდი და მოქმედების ვითარებაში გავერკვეოდი, მაშინვე ბოლო გვერდზე გადავშლიდი და ეპილოგს ვკითხულობდი. დასასრულის ცოდნა სულაც არ მიქრობდა კითხვის გაგრძელების ხალისს, უფრო პირიქით; მაინტერესებდა როგორ მივიდოდა ავტორი იქამდე. დროთა განმავლობაში ერთი დასკვნაც გამოვიტანე; მოქმედების გაშლა წერისას განუზომლად უფრო ადვილია, ვიდრე ფინალთან ელეგანტურად მისვლა და რომ სწორედ ეპილოგი ქმნის ნაწარმოების მთავარ ღირებულებას. უფრო გვიან კი იმასაც მივხვდი, რომ ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის ნებისმიერ ასპექტში მართებულია ეს პრინციპი.
გენერალ სირსკის სამხედრო ოპერაციაც ფინალით შეფასდება საბოლოოდ. ძალიან კარგად იცის ეს გენერალმა და ფრთხილობს. ყველანაირად ეცდება, რომ ფინალი შთამბეჭდავი იყოს. რამდენად გამოუვა ეს, ამის წინასწარმეტყველება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამ მრავალუცნობიან განტოლებას იმდენი ერთმანეთთან დაუკავშირებელი მდგენელი აქვს, რომ მათი ლოგიკურ კომპოზიციაში მოყვანა შეუძლებელია. სირსკი ახლა ჰგავს მწერალს, რომელმაც დიდებული, უაღრესად ეფექტური შესავალით დაიწყო თხრობა, მაგრამ ჯერ თავად არ იცის როგორი იქნება დასასრული. უბრალოდ მიჰყვება მოქმედებას და იმედოვნებს, რომ მოვლენების განვითარება თავად უკარნახებს ეპილოგს.
მ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა სირსკის, როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. მან იცოდა, რომ ზალუჟნის მეომრული კარიერა ახალწვეულთა სამობილიზაციო კანონებზე საუბარს შეეწირა და უკვე გარკვეული ჰქონდა ამ მიმართულებით ზელენსკისთან საუბრების ამპლიტუდა. ამას თუ დავუმატებთ ამერიკის მიერ დაგვიანებულ სამხედრო დახმარებას, გაურკვეველ პოლიტიკურ მანევრებს დასავლეთის მხრიდან და ანდრეი ერმაკის აგრესიულ განწყობას მის მიმართ, გენერალს მხოლოდ ერთი არჩევანი ჰქონდა. იგი უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაშიც უდავო ექსპერტია, მეომრის ექსპერტიზას.
ასე დაიბადა კურსკის ოპერაციის პრაქტიკულად უანალოგო იდეა. სირსკის ახსოვდა, რომ ს სიღრმეში ადრე დაგეგმილი რამდენიმე ოპერაცია, რომელთა შესახებაც დასავლელ პარტნიორებს წინასწარ აცნობეს, საბოლოოდ ჩაიშალა, რადგან გაურკვეველ ვითარებაში საიდუმლო ინფორმაციამ მათგან გაჟონა და რუსული დაზვერვის ხელში აღმოჩნდა. შესაბამისად, მოკავშირეებთან კონსულტაციები ამ ოპერაციის შესახებ არც უფიქრია. საქმეში არც უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცენტრალური დეპარტამენტი ჩაუყენებია. ყველა სადაზვერვო ინფორმაცია მხოლოდ არმიის დაზვერვის შტაბის ხელმძღვანელობით იქნა მოპოვებული. შეტევის შესახებ ბრიგადების ოფიცრებმა მხოლოდ 3 დღით ადრე შეიტყვეს, ხოლო მათმა ხელმძღვანელებმა რამდენიმე კვირის ინტერვალით. ასე მოხერხდა ამ მასშტაბური სამხედრო ოპერაციისათვის მზადების პროცესის სრულიად საიდუმლოდ შენახვა. უკრაინული საზოგადოების და საერთაშორისო დამკვირვებლების თვალის ასახვევად კი უკრაინულ მედიაში რამდენჯერმე გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ახალი შეტევის მოლოდინში იყვნენ და საზღვარს ამაგრებდნენ. რუსებიც მშვიდად იყვნენ, რადგან მტკიცედ სჯეროდათ, რომ ამერიკელების ნებართვის გარეშე უკრაინელები რაიმე მკვეთრ მანევრს ვერ გაბედავდნენ.
ჯარისკაცებმა შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე გაიგეს, თუ რა ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას. – ჩვენ ეს 1 აპრილის ხუმრობა გვეგონა – განაცხადა ერთერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა დასავლელ ჟურნალისტთან ინტერვიუში.
მოულოდნელობის ეფექტმა დიდებულად იმუშავა, მაგრამ რუსები უკვე გამოფხიზლდნენ. სირსკიმ ძალიან კარგად იცის, რომ ცდუნებას არ უნდა აჰყვეს და ძალიან არ უნდა გაწელოს უკრაინის მწირი საბრძოლო ძალები. შეტევის ტემპი ლოგიკურად უკვე შენელდა და უკრაინელები ახლა ძირითადად მოპოვებული ტერიტორიის შენარჩუნებაზე იზრუნებენ. ფაქტის წინაშე დაყენებულმა დასავლეთმა ჯერჯერობით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ს; მაგრამ სირსკიმ ისიც კარგად იცის, რომ მხოლოდ გამარჯვებულებს ჰპატიობენ ყველაფერს.
პუტინის საბოლოო ფიასკოზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. – რუსებმა უკვე აუღეს ალღო ჩვენ ტაქტიკას და სულ უფრო ეფექტურ წინააღმდეგობას გვიწევენ – ეს ინფორმაციაც უკრაინელი მეომრების ინტერვიუებზე დაყრდნობით ირკვევა. უკრაინული დანაკარგებიც ნელნელა მატულობს.
კურსკის ოპერაციამ რამდენიმე დასახული ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა. უპირველეს ყოვლისა, გაამხნევა ნიჰილიზმში ჩავარდნილი უკრაინული მოსახლეობა; მეორე – დასავლეთს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი თიხის ფეხებიანი გოლიათია; და მესამე – რომ უკრაინელთა საბრძოლო სულისკვეთება ჯერ კიდევ ძალიან მაღალია და შესაფერისი დახმარების შემთხვევაში სასწაულების მოხდენაც შეუძლია.
დიდი ალბათობით დასასრულამდე ვერ გამოვიცნობთ როგორი ეპილოგით დასრულდება გენერალ სირსკის „ნაწარმოები“.
ცხადია ეს არც თავად გენერალმა იცის. ბუნებრივია, მას დამუშავებული ექნება რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, მათ შორის სასოწარკვეთამდე თავგანწირულიც, მაგრამ რომელი მათგანი გახდება საჭირო, ეს პუტინზე, დასავლეთზე და რუს სამხედროებზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე უკრაინელებზე. უკრაინელები კი ყველა შემთხვევაში ბოლომდე იბრძოლებენ,” – წერს სოციალურ ქსელში -ს მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანას უნივერსიტეტების პროფესორი, .

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”