ზურაბ გურული: არა ევროპისათვის ან ევროკავშირისათვის, არა პენსიებისა და ხელფასებისათვის, არა ვინმესათვის თავის მისადებად და …

“არა ევროპისათვის ან ევროკავშირისათვის,
არა პენსიებისა და ხელფასებისათვის,
არა ვინმესათვის თავის მისადებად და გადასარჩენად, არამედ საქართველოსათვის!
საქართველო კი ვერ იქნება საქართველო, თუ არ გათავისუფლდა მლიქვნელობისაგან, უვიცობისაგან, სიხარბისაგან, ლაჩრობისაგან, სიბნელისაგან, შურისაგან და ბოღმისაგან.
საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, სილაღე, სიამაყე, რწმენა; საკუთარი თავის და არა რაღაც უაზრო, გამოგონილი კერპების.
საქართველო უნდა იყოს სამართლიანი, კეთილი, შემწყნარებელი და დიდსულოვანი.
საქართველომ უნდა იცოდეს მტერისა და მოყვარის გარჩევაც და შესაფერისი დახვედრაც.
საქართველო უნდა იყოს განათლებული და არა შენათლებული. განათლებით განათებული.
საქართველო არ უნდა იყოს შეშინებული და დაშინებული. თუ საომარი იქნება, კიდეც უნდა იომოს, რადგან სიკვდილზე უფრო საშიში რამეც არსებობს და მას სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია. შეშინებულ-დაშინებული კაცი კაცად ვერ ივარგებს ვერასოდეს.
საქართველო უნდა იყოს ცივილიზაციის და პროგრესის ერთერთი შემქმნელი და არა ცივილიზაციის სიკეთეთა პარაზიტი, პასიური მომხმარებელი.
ამიტომ, ვისაც ამის გაცნობიერება შეუძლია, ვისაც ასეთი საქართველო სურს; ვისაც შეუძლია პირადი წყენისა და ამბიციების გვერდზე გადადება ყველაზე აღმატებული მიზნის მისაღწევად, დღეს უნდა მივიდეს იქ, სადაც თვალისჩინი დაატოვებინეს თავისუფლებას ამ რამდენიმე წლის წინათ და სადაც ცარიელი თვალბუდეებიდან გვიმზერს წარსულიც და მომავალიც.
უნდა მივიდეს, რათა დაიმუხტოს და აივსოს იმ ნათელი ენერგიით, რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის პროგრესული ნაწილის უზენაეს ნებაში უნდა გარდაისახოს და განსხეულდეს.
მივიდეთ! მივიდეთ! მივიდეთ!” – წერს სოციალურ ქსელში -ს მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანას უნივერსიტეტების პროფესორი, .

ასევე დაგაინტერესებთ