ზურაბ გურული: არავინ იცის ზუსტად, ნანობდა თუ არა ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის მინისტრად დანიშვნას, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცით, როგორ ნანობს …

“ისტორია სპირალზე მოძრაობს, ამიტომ ვითარებათა ანალოგიები ადვილი მოსაძებნია. როდესაც პუტჩისტებმა “მრგვალი მაგიდა” ეფექტურად გაინაპირეს პოლიტიკური ველიდან, ახალი მიმართულება ისევ პუტჩისტების “მოქკავშირიდან” წამოვიდა. ანალოგიური პროცესი ხდება ამჟამადაც. ვინაიდან “ენმ” ახალდროის პუტჩისტებმა ასევე ეფექტურად გაინაპირეს პოლიტიკური ველიდან, ლიდერი ისევ “ოცნებამ” წარმოქმნა.
ლოგიკური ლიდერია ამჟამად, მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ. ერთადერთი ადამიანი ქართული ოპოზიციური სპექტრიდან, რომელსაც ქმედითი საერთაშორისო პოლიტიკური წონა გააჩნია.
ევროპარლამენტში მისი დღევანდელი გამოსვლა ეთიოპიის იმპერატორის, ჰაილე სელასიეს 1936 წლის 12 მაისის მოხსენების ტოლფასია საქართველოსათვის და პრინციპში ევროპისთვისაც. ჭეშმარიტად ეპოქალური მოხსენება იყო.
რა სისულელეებიც არ უნდა გაავრცელოს “ოცნების” მედიამ ამ გამოსვლის შესახებ საკუთარი შიდა ბაზრის მომხმარებლებისათვის, ფაქტი ერთია და ურყევი, ქალბატონმა პრეზიდენტმა “ოცნების” საერთაშორისო პოლიტიკური მემკვიდრეობა პირჩაღმა დამარხა, მერე საფლავი გადახნა და ზედ მარილი დათესა.
ვისაც ინტელექტის ნატამალი მაინც შერჩა “ოცნებაში” და სისხლის სამართლის საქმეებში ხელი არა აქვს გასვრილი, უნდა ჩემოდნებს ალაგებდეს დღეს. “თუ” აღარ არის უკვე საკითხავი; არამედ “როდის”?
არავინ იცის ზუსტად, ნანობდა თუ არა ედუარდ შევარდნაძე ს მინისტრად დანიშვნას, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცით, როგორ ნანობს და ინანებს “ენდემური უხსენებელი” სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას.
… ისტორია სპირალზე მოძრაობს, მოგეხსენებათ …” –  წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .