ზურაბ გურული: ამ დროს რწმუნდები, რომ ჩვენი ადგილი ჭეშმარიტად ევროპაშია

“ყურადღებით მოვუსმინე “ქართული ოცნების” ლიდერების გამოსვლებს. ცხადია, ეს ბატონები სრულ ინფორმაციას ფლობენ შესაბამისი სამსახურებიდან და ზუსტად სცოდნიათ, რომ 2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ქართული პოლიტიკური ოპოზიცია საქართველოს ომში ჩაბმას და დაქცევას აპირებს. როგორც ამბობენ, მათ ყველა შესაბამისი საბუთი აქვთ ამის დასამტკიცებლად და ელოდებიან ს გზით ამ დესტრუქციული ძალის დამარცხებას, რომ მერე გააუქმონ და დასაჯონ.
ეს ალბათ დემოკრატიის აპოთეოზია, რომ სამშობლოს ღალატსა და დაქცევაში ეჭვმიტანილებს კი არ აპატიმრებენ და ოფიციალურად, იურიდიული სამსახურების მეშვეობით ბრალს არ უმტკიცებენ, არამედ მათთან ერთად არჩევნებზე მიდიან და პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხებას უპირებენ.
გასაოცარი ჰუმანურობაა ჭეშმარიტად.
ამასთან, არჩევნებში დამარცხების თეორიულ შანსსაც კი არ უშვებენ, რადგან ამ შემთხვევაში თავად აღმოჩნდებიან სამშობლოს მოღალატეები, რადგან ქვეყნის დამაქცევლებს გამარჯვების შანსი მისცეს.
——
ასევე ყურადღებით გავეცანი ქართული პოლიტიკური ოპოზიციის განცხადებებსა და პოზიციას. ისინიც ანალოგიური ტერმინოლოგიით ქვეყნის დამაქცეველ-მოღალატეებად მიიჩნევენ მთავრობას და ზუსტად იციან რომ “ქართული ოცნება” ს მარიონეტული დაჯგუფებაა და ქვეყანა განადგურებისაკენ მიჰყავს.
ოპოზიციაც ასევე თეორიულ შანსსაც არ უშვებს, რომ არჩევნებში შეიძლება დამარცხდეს, რადგან ამ შემთხვევაში თავად აღმოჩნდებიან სამშობლოს მოღალატეები, რადგან ქვეყნის დამაქცევლებს კიდევ ერთი შანსი მისცეს. აქაც დემოკრატიული აპოთეოზის განსაცვიფრებელი შეგრძნებაა ჭეშმარიტად.
——
ამ ორ პოლიტიკურ ძალას ჰყავს ამომრჩევლები, მათ შორის საკმაოდ ინტელექტუალურები, რომლებსაც ყოველივე ზემოთქმულის გააზრება
შეუძლიათ და ისინი თვლიან, რომ ქვეყნის დამაქცევრებთან და მოღალატეებთან ბრძოლა მხოლოდ არჩევნების გზითაა საჭირო და შესაძლებელი.
ყოველივე ზემოთქმულის გაანალიზების შემდეგ, ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი სიამაყემ და აღფრთოვანებამ უნდა შეიპყროს ზემოთ დასახელებული პოლიტიკური ძალების და მათი ამომრჩევლების დემოკრატიულობის ხარისხის გასიგრძეგანებით. ამ დროს რწმუნდები, რომ ჩვენი ადგილი ჭეშმარიტად ევროპაშია”, – წერს სოციალურ ქსელში -ს მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანას უნივერსიტეტების პროფესორი, .

ასევე დაგაინტერესებთ