ზურაბ გურული: ამერიკას სათავეში ჩაუდგება კაცი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა მოაქვს არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობას და რომელმაც …

“დასაწერი და ასახსნელი ძალიან ბევრია და ნელნელა, თანამიმდევრულად ყველაფერი დალაგდება.
ახლა მთავარია გონიერმა ადამიანებმა სწორად გაიაზრონ ახალი კონტექსტი და შესაბამისად დაალაგონ პრიორიტეტები ქართული პრობლემების გადასაწყვეტად.
ერთ ტენდენციაზე აუცილებლად უნდა ითქვას. როდესაც მსჯელობა და გეგმები სრულიად გამორიცხავს რისკების გათვლას, მაშინ ადამიანებს შესაძლო ლოგიკური შედეგი “ღვთის რისხვად” მიაჩნიათ და სასოწარკვეთაში ვარდებიან. (ამას ეწოდება “ნოშრევან კუჭუხიძის სინდრომი” და იცით რითიც მკურნალობენ).
ასე მოხდა ქართული “ს” შემდეგ და ანალოგიური ისტერია შეინიშნება ახალი საერთაშორისო კონტექსტის დადგომის შემდეგაც. არადა, ორივე შედეგი ლოგიკურად მოსალოდნელი იყო. ვერც კონსტიტუციის უხეშად დამრღვევი, ავტორიტარული რეჟიმი შეძლებდა არჩევნების ჩატარებას, ამ ცნების კლასიკური გაგებით და ვერც მსოფლიო დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყნის “საკონტროლო პაკეტს” წაართმევდა ვინმე გააზრებული არჩევანის უფლებას.
ახლა კი მოკლედ, ქვე-პუნქტების სახით, თუ რა ხდება რეალურად.
1. ამერიკის მოსახლეობამ დაიბრუნა რწმენა, რომ ამერიკული არჩევნები მართლაც გამოხატავს ხალხის ნებას და რომ მის შედეგებზე გავლენას ახდენს მხოლოდ ამერიკელი ხალხი.
2. ამერიკელმა ხალხმა არ დაუშვა საკუთარი იურიდიული სისტემის გახრწნისა და იარაღად გამოყენების პრეცედენტი, რაც აუცილებლად გახდებოდა ამერიკული დემოკრატიის დასასრულის დასაწყისი.
3. ამერიკელმა ხალხმა ასევე დაამტკიცა, რომ მათი გადამწყვეტი უმრავლესობა არ ემორჩილება არანაირ პროპაგანდას, რანაირი სიმძლავრისა და მოჩვენებითი დამაჯერებლობისაც არ უნდა იყოს.
—-
ახლა მოკლედ, რატომ არის ეს ყველაფერი კარგი ქართული დემოკრატიისათვის მებრძოლთათვის:
1. ამერიკას სათავეში ჩაუდგება კაცი, რომელმაც შესანიშნავად იცის, რა მოაქვს ქვეყნის იურიდიული სისტემის პოლიტიკურ ოპონენტთა დაჩაგვრის იარაღად გადაქცევას.
2. კაცი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა მოაქვს არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობას და რომელმაც პირადად უმასპინძლა სენატში ვენესუელის ოპოზიციის რეალურად გამარჯვებულ ლიდერს გუეიდოს.
3. კაცი, რომელიც არავის აპატიებს ამერიკული სახელმწიფო ინსტიტუტების სიმბოლოების, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის შეურაცხყოფას ნებისმიერი ფორმით და დაუნდობლად აღკვეთს ასეთ გამოხტომებს.
4. ქართული ავტორიტარული რეჟიმი ვეღარ ისპეკულირებს ვერც “ომით” და ვერც “გლობალური ომის პარტიით” ოპოზიციასთან საუბრისას.
5. კაცი, რომელიც არის ფისკალურად უაღრესად პრაგმატული და არავის დაანებებს ამერიკული ინვესტიციების განიავებას საქართველოში, როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.
6. კაცი, რომელიც თუ იტყვის რომ დამნაშავეს სანქცია დაედება, სანქცია რეალურად განხორციელდება.
7. პოლიტიკოსი, რომელიც არ დაუშვებს ანტი-ცივილიზაციის მთავარი ფინანსური ფორპოსტების, სა და ჩინეთის საცეცების საქართველოში ჩაბეტონებას, რადგან არაერთ მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის მათ.
8. პოლიტიკოსი, რომელიც აღკვეთს კატასტროფული მასშტაბის მაროდიორულ, შავ ეკონომიკას, რომელმაც ინდოეთისა და ევროპის მეშვეობით საშუალება მისცა რუსეთს, უპრობლემოდ გაეგრძელებინა კოლოსალური ფინანსური შემოსავლების მიღება.
და ა. შ. … დანარჩენი მომავალ პოსტებში.
მანამ კი, ქართული ოპოზიციის მოაზროვნე, ვიმეორებ, მოაზროვნე ნაწილი იმედია გაიაზრებს ზემოთქმულს და დაუფიქრებელი შეურაცხყოფებით მტრად არ მოიკიდებს ამერიკის ახალ ადმინისტრაციას.
ქართულ ავტორიტარულ რეჟიმს კი სერიოზული დაფიქრება მართებს საკუთარ მომავალზე, თუ არ დაუბრუნებს ქართველ ხალხს დემოკრატიის ფუნდამენტურ უფლებას- თავისუფალი არჩევანის უფლებას,” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .