ზურაბ გურიელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა, განსაკუთრებით ზოოპარკთან ახლოს – რატომ არის ის სახიფათო ცხოველებისთვის

ზოოპარკის დირექტორი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს ახალი წლის დღეებში ზოოპარკთან ახლოს არ გამოიყენონ პიროტექნიკა.
როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, ეს ცხოველებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რაც შეიძლება მათთვის მძიმე შედეგით დასრულდეს. მისი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ამ მიზეზით ზოოპარკში 2 ცხოველი დაიღუპა.
“მოულოდნელი უცაბედი ხმაური, რომელსაც განათება სდევს თან, ცხოველებისთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი და შესაბამისად, დიდი საფრთხის შემცველი. რაც შეეხება ქცევის შეცვლას, სხვადასხვანაირია, ცხოველზე არის დამოკიდებული. ზოგ შემთხვევაში ისინი განაბულები არიან ხოლმე, დამალულები, ზოგი ცხოველი იწყებს სირბილს ვოლიერში გარკვეული მიმართულების გარეშე. რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით სახიფათო ჩლიქოსნები – დიდი ზომის ცხოველები არიან, წონა საკმაოდ დიდი აქვთ და ამიტომ მათ თუ მიმართეს ასეთ აქტივობას, შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ. ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე ზიანდება ხოლმე ცხოველი, შეიძლება დაღუპოს კიდეც,” – აღნიშნა გურიელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს