“ბევრი კითხულობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთში.
ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია:
საქმე იმაშია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ თვითმფრინავის დაზიანების შემდეგ პილოტებმა ითხოვეს რომელიმე ახლომახლო აეროპორტში დაჯდომის ნებართვა;
რუსებმა არ გასცეს ასეთი ნებართვა არც მახაჩკალაში, არც ვლადიკავკავკაზში და არც ნალჩიკში, სადაც იყო შანსი, რომ დაზიანებები გადაეღოთ ტელეფონით, რითაც გამოჩნდებოდა რუსეთის სახელმწოფოს მიერ ჩადენილი დიდი დანაშაული;
რუსების სურვილი იყო, ეს დაზიანებული თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩამოვარდნილიყო და კვალი წაშლილიყო. მაგრამ თვითმფრინავმა რაღაცნაირად მაინც მიაღწია ყაზახეთამდე და იქ კი ვნახეთ, რაც მოხდა;
ცალკე გასაკრვევი საკითხია, ითხოვა თუ არა ამ თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტში დაჯდომის უფლება და თუ ითხოვა, რა პასუხი მიიღო. რუკაზე ერთი დახედვითაც ჩანს, რომ გროზნოდან თბილისამდე უფრო ახლოა, ვიდრე ყაზახეთამდე. ჩვენთვის ამ საკითხის გარკვევაა მნიშვნელოვანი.
რუსული პროპაგანდა ყველას “უმტკიცებს” თითქოს ჩამოვარდნილ აზერბაიჯანულ თვითმფრინავს ფრინველები შეეჯახა, რაც გახდა კიდეც კატასტროფის მიზეზიცო.
არადა ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე თვითონ თვითფრინავის შიგნით გადაღებულ კადრებში მკაფიოდ ჩანს საზენიტო ზემოქმედების (ე.წ. “ასკოლკების”) კვალი,” – წერს სოციალურ ქსეში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.