ზურაბ ბატიაშვილი: შეხვედრიდან გამოსული ზოგიერთი “ბიზნესმენის” ხმაში აშკარად შინაგანი შფოთი იგრძნობოდა

“შეხვედრიდან გამოსული ზოგიერთი “ბიზნესმენის” ხმაში აშკარად შინაგანი შ იგრძნობოდა. ძველებულად ომახიანად ვეღარ გვმოძღვრავდნენ.
ახლა მათი მთავარი საფიქრალი საკუთარი თავი და ბიზნესებია. ხმამაღლა ამას არ იტყვიან, მაგრამ ისე კი ფიქრობენ, რომ თუ მთავარი პოლიციელი ვერ დაიცვა იმ ჯოჯოხეთურ სიაში მოხვედრისგან, ჩვენ როგორ დაგვიცავსო (არადა იქ მოხვედრის შემთხვევაში ყველაფერი თავზე დაემხობათ, რასაც წლებია აშენებდნენ)?!
ეს შინაგანი ხმა რომ უფრო გაძლიერდეს და საბოლოოდ სისტემა ჩამოიშალოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასანქციების პროცესის გაგრძელება.
პარალელურად, შიდა პროტესტებიც უნდა გაგრძელდეს.
ამ შემთხვევაში ორივე გვაქვს და თან მზარდი.
ასე რომ ვიბრძოლოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – როდესაც ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი – ცალმხრივი არაფერი ვარგა და არ გამოვა – მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პატივი სცენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს დამოუკიდებლობას

ნიკა გვარამია – გასაგები იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო და მერჩივნა, ჩემით მოვსულიყავი – პატრულს ვაცნობე, რომ აქ ვარ და ალბათ შემასახლებენ ამ ან სხვა ციხეში – „ქართულ ოცნებას“ ვუსურვებ, რომ უმძიმესი შეცდომები დაუშვას