ზურაბ ბატიაშვილი – ყველა ხვდება, რომ თუ პუტინმა გაიმარჯვა, ის უკრაინაზე არ შეჩერდება და სხვა ევროპულ ქვეყნებსაც შეუქმნის საფრთხეს

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში ჰამასის წინააღმდეგ ს ომის ფონზე, დაიწყებს თუ არა პროირანული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას, ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება რა გავლენას ახდენს ს ომზე, თუ აშშ-მ უკრაინას დახმარება ვერ გამოუყო, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინის მთავარი მხარდამჭერი არა აშშ, არამედ ევროპა აღმოჩნდეს, ”ინტერპრესნიუსი” აღმოსავლეთმცოდნეს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ზურაბ, ისრაელი აგრძელებს ბრძოლას ჰამასის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელისგან ბრძოლის შეწყვეტას საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ძალები და საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ.
ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა იმის გამო ვერ ხერხდება, რომ ჰამასი ისრაელისგან ითხოვს ღაზის სექტორიდან სრულად გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობენ, ისრაელი არ აპირებს ბრძოლის შეწყვეტას. ისრაელი ცდილობს ჰამასის ლიდერების განადგურებას, მაგრამ, ვხედავთ, რომ ღაზას სექტორიდან დევნილთა რიცხვი სულ იზრდება, რაც არა ერთი ქვეყნის უკმაყოფილებას იწვევს.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც უკავშირდება ერთი მხრივ ისრაელის ბრძოლას ჰამასის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ ისრაელის წინააღმდეგ აგორებულ კომპანიას?
– დავიწყოთ იმით, რომ ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი სახის ყოყმანი, როგორც წესი, სისუსტედ აღიქმება და ამან შეიძლება ახალი თავდასხმები და ტერაქტები წაახალისოს. ამიტომ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ცხადი იყო, რომ ისრაელი პასუხს გასცემდა „ჰამასს“. ეს ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს და კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ისრაელზე ზეწოლა არის და დასავლეთში ამ კამპანიის უკან ძირითადად რადიკალური მემარცხენე ჯგუფები დგანან, რომელთათვის პალესტინის საკითხი იდეოლოგიის ნაწილია. თუმცა, ისრაელი ამის გამო უკან არ და ვერ დაიხევს.
ისრაელზე ზეწოლა არის და დასავლეთში ამ კამპანიის უკან ძირითადად რადიკალური მემარცხენე ჯგუფები დგანან, რომელთათვის პალესტინის საკითხი იდეოლოგიის ნაწილია. თუმცა, ისრაელი ამის გამო უკან არ და ვერ დაიხევს
როგორც აღნიშნეთ, ისრაელის ნებისმიერი უკანდახევა სისუსტედ იქნება მიჩნეული. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური პრობლემაა. მას წასასვლელი არსად აქვს. ისრაელი დაწყებულ საქმეს შუაში ვერ მიატოვებს. ისრაელის საზოგადოებრივი აზრიც, წინა წლებისგან განსხვავებით, ემხრობა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, რისი მიზანიც „ჰამასისგან“ მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაა.
ამიტომ ისრაელი ბოლომდე იბრძოლებს როგორც ადგილზე, ისე – დიპლომატიურ ფრონტზე.
ახლა მთავარი კითხვა ის კი არაა, გაგრძელდება თუ არა „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ მივიღებთ თუ არა უფრო დიდ კონფლიქტს ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის.
ეს უკანასკნელი კი „ჰამასისგან“ განსხვავებით, უფრო უკეთესადაცაა შეიარაღებული და სირიის სამოქალაქო ომში მონაწილეობის გამო, უკეთესი საბრძოლო გამოცდილებაც გააჩნია.
ახლა მთავარი კითხვა ის კი არაა, გაგრძელდება თუ არა „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ მივიღებთ თუ არა უფრო დიდ კონფლიქტს ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის
„ჰესბოლას“ ძლიერი მოკავშირე ჰყავს ირანის სახით და სამხედრო თვალსაზრისით ბევრ ნატოს წევრ ქვეყანაზე ძლიერიცაა. მოგეხსენებათ, „ჰესბოლა“ ლიბანში მოქმედებს და შედარებისთვის გეტყვით, რომ საკუთრივ ლიბანის არმია დაახლოებით 90 000 კაცისგან შედგება, მაშინ როცა „ჰესბოლას“ 100 000 მებრძოლი ჰყავს. ამიტომ ეს ხელწამოსაკრავი ძალა არაა.
– მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა იემენში პრო ირანული ჰუსიტების ბაზები დაბომბეს, პროირანულმა ძალებმა იორში ბაზაზე განახორციელეს შეტევები. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ „მომხდარზე აშშ-ს ექნება პასუხი.“
ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკის შეიარაღებულ ძალებს დაავალა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციის დაწყება. თუმცა, იქვე ითქვა, რომ ეს ოპერაცია „დროში გაწელილი იქნება“. ვხედავთ, რომ პალესტინის წინააღმდეგ ისრაელის ომის ფონზე აშშ-ს უწევს ახლო აღმოსავლეთში აწარმოოს ბრძოლა პროირანელი ძალების წინააღმდეგ.
თქვენ როგორ შეაფასებდით პროირანული ძალების გააქტიურების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას? თუ აშშ ჩაებმება პროირანული ძალების წინააღმდეგ ომში, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ახლო აღმოსავლეთში?
– 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას დომინოს პრინციპით პროცესების გააქტიურება მოჰყვა მთელ ახლო აღმოსავლეთში და ეს ბუნებრივიცაა – ამ რეგიონში ხომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთზე შეხება თითქმის ავტომატურად დანარჩენების ამოძრავებასაც იწვევს.
7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებით უპასუხა. სანაცვლოდ, „ჰესბოლამ“ დაიწყო მართალია შედარებით მცირე ინტენსივობის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი თავდასხმები ჩრდილოეთ ისრაელზე.
საქმეში ჩაერთნენ იემენში მოქმედი ჰუსიტების სამხედრო ნაწილებიც, რომლებმაც თავდასხმები მოაწყვეს წითელ ზღვაში მოძრავ სავაჭრო გემებზე, რითაც ახალი სახის გამოწვევები შეუქმნეს მსოფლიო ვაჭრობას. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დაბომბვებით უპასუხეს ჰუსიტების ამ ქმედებას. თუმცა, ასევე გააქტიურდნენ პროირანული ძალები ერაყსა და სირიაში, რომლებმაც არაერთი შეტევა მიიტანეს ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, რომლებიც განლაგებული არიან ერაყში, სირიასა და იორდანიაში.
ერთ-ერთ ასეთ თავდასხმას მსხვერპლიც მოჰყვა – დაიღუპა 3 და დაიჭრა 40-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ფეთქებადსაშიში სიტუაციაა შექმნილი.
მართალია, ვაშინგტონს არ სურს დიდი ომი რეგიონში, მაგრამ, ჰუსიტების თავდასხმას უპასუხოდ ვერ დატოვებს და სავარაუდოდ, ვნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს პროირანული ძალების მიმართ.
ვაშინგტონს არ სურს დიდი ომი რეგიონში, მაგრამ, ჰუსიტების თავდასხმას უპასუხოდ ვერ დატოვებს და სავარაუდოდ, ვნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს პროირანული ძალების მიმართ
მეორე საკითხია, რომ არც ირანს სურს დიდი კონფლიქტი რეგიონში და თავის მოკავშირეებთან ერთად საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს ამ თავდასხმის შემდეგ და გარკვეულ სიგნალებს უგზავნის ვაშინგტონს.
ამიტომ ამერიკელების პასუხი შესაძლოა შეეხოს არა იმდენად საკუთრივ ირანს, თუმცა, შეზღუდულ ფორმატში არც ამის გამორიცხვა შეიძლება, რამდენადაც პროირანულ ძალებს რეგიონში და იგი შეიძლება არ იყოს ყოვლისმომცველი.
– მას შემდეგ, რაც ისრაელ-პალესტინის ომი გამწვავდა, ასევე იმის შემდეგ, რაც იემენში პრო ირანული ჰუსიტები გააქტიურდნენ, დამკვირვებელთა ნაწილმა მიიჩნია, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში ორი კერის გააქტიურებით, თავის მიზანს მიაღწია – აშშ ახლა უკრაინის გარდა იძულებულია თავისი ძალისხმევა მიმართოს როგორც ისრაელის მიმართულებით, ისე იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ.
ჰამასის უკან რომ მათი მოსკოველი პარტნიორები, ხოლო ჰუსიტების უკან ირანია, ამას არც არავინ უარყოფს.
თუ ნათქვამს იმასაც დავუმატებთ, რომ აშშ-ში უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე პოლიტიკურ ძალებს შორის დიდი დაპირისპირებაა და არა მარტო აშშ-ში საპრეზიდენტო ს გამო, სურათი დაახლოებით ასე გამოიყურება – რუსეთმა შეძლო უკრაინა-რუსეთის ომიდან აშშ-ს თუ სრულად არ ჩახსნა, მისთვის სხვა საგარეო პრობლემების შექმნა.
როგორც ჩანს, მართლდება ბევრის პროგნოზი იმაზე, რომ 2024 წელს აშშ-ს გაუჭირდება თავისი პოზიციების შენარჩუნება ახლო აღმოსავლეთში.
რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ამგვარი მტკიცებები და რა შანსები აქვს აშშ-ს „გაუმკლავდეს ახლო აღმოსავლეთში რუსულ და ირანულ ხაფანგებს“, რომლის უკანაც ჩინეთი მოიაზრება?
– თუ დავაკვირდებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ჩინეთი საკმაოდ პასიურია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს განსაკუთრებით 2023 წლის 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში გამართული ბაიდენ-სი ძინპინის შეხვედრის შემდგომ პერიოდს ეხება. როგორც ჩანს, მხარეები იმ შეხვედრაზე გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ, რომლის დეტალებიც დროთა განმავლობაში გაირკვევა.
ამის მიუხედავად, აქტიურობენ რუსეთი და ირანი და არაერთ თავისტკივილს უქმნიან შეერთებულ შტატებს, რომელიც ერთის მხრივ უკვე წინასაარჩევნო პროცესშია ჩართული და ნაკლებად აქვს იმის დრო და სურვილი, რომ აქტიური იყოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
რუსეთი და ირანი და არაერთ თავისტკივილს უქმნიან შეერთებულ შტატებს, რომელიც ერთის მხრივ უკვე წინასაარჩევნო პროცესშია ჩართული და ნაკლებად აქვს იმის დრო და სურვილი, რომ აქტიური იყოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ მოუწევს უფრო მეტი აქტიურობა. შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, როცა იგი იძულებული იქნება დიდი დოზით ჩაერთოს იქ მიმდინარე მოვლენებში.
ახლო აღმოსავლეთში დინამიკურად ვითარდება ხოლმე პროცესები და ვნახოთ, როგორ განვითარებას მივიღებთ ამ შემთხვევაში. მისი კონტურები კი უკვე მალე გამოიკვეთება.
– ვხედავთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების ფარგლებში სულ უფრო ჭიანურდება აშშ-ს მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა. ამ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ვარიანტები განიხილება, მაგრამ, სულ უფრო რთული ხდება იმის პროგნოზირება, თუ როდის შეძლებს აშშ უკრაინისთვის დახმარებას.
ამის ფონზე უნგრეთის პრემიერ ორბანის პრო მოსკოვური პოზიციის გამო ჭიანურდებოდა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდიანი დახმარების მიცემა. ორი დღის წინ უნგრეთის პრემიერი დათანხმდა ევროკავშირმა უკრაინას მისცეს 50 მილიარდიანი დახმარება.
თუმცა, იმავე ორბანმა, რომელიც საერთოდაც ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის დახმარების გაცემას, თქვა, რომ 2-3 წელი ევროკავშირი უნდა დაეხმაროს უკრაინას. როგორც ჩანს, ორბანს სურს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხში მისი თანხმობა და თავად მისი პერსონა აქტუალური იყოს.
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ორბანი კრემლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას დათანხმდა?
– ორბანი იმითაა ცნობილი, რომ პუტინის დაკვეთით მოქმედებს და წარმოადგენს ერთგვარ რუსულ „ტროას ცხენს“ ევროკავშირში. თუმცა, ის ევროკავშირში ამინდს ვერ ქმნის. იქ მისი ძალა და შესაძლებლობები ერთობ შეზღუდულია.
ერთ შემთხვევაში იგი იძულებული გახდა „ყავის დასალევად“ გასულიყო. მეორე შემთხვევაში კი უბრალოდ დაითანხმეს უკრაინის დახმარებაზე. როდესაც საკითხი ასე დგება: ევროკავშირი თუ რუსეთი, მან კარგად იცის, რომ დიდი მანევრირების საშუალება და სივრცე არ გააჩნია. დავუშვათ და აირჩია რუსეთი, უნგრელი ხალხი არაფერს მოიმოქმედებს? ამიტომ ასეთი სიტუაციები აჩერებს და ზღუდავს ორბანისა და მისი მსგავსი პოლიტიკოსების მადას.
ორბანი იმითაა ცნობილი, რომ პუტინის დაკვეთით მოქმედებს და წარმოადგენს ერთგვარ რუსულ „ტროას ცხენს“ ევროკავშირში. თუმცა, ის ევროკავშირში ამინდს ვერ ქმნის. იქ მისი ძალა და შესაძლებლობები ერთობ შეზღუდულია
რაც შეეხება ორბანის პოზიციას, რომ ყოველ წელს მისი თანხმობა იქნება საჭირო უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად, რაღაც ხომ უნდა ეთქვა იგივე პუტინისა თუ საკუთარი ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც ორბანის მხრიდან უკრაინისთვის საბოტაჟის მოწყობის იმედი ჰქონდათ და რომლებსაც კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. ამიტომ ამით „იმართლებს თავს“ ორბანი.
– დამკვირვებელთა უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ 2024 წელი უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი და შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.
რადგან უკრაინისთვის დახმარების პროცესში ახლა გადამწყვეტი როლის შესრულება ევროკავშირს უწევს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ვაშინგტონი ვერ ახერხებს სრულფასოვნად დაეხმაროს უკრაინას, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინის მთავარი მხარდამჭერი არა აშშ, არამედ ევროპა აღმოჩნდეს?
თუ ასე განვითარდა პროცესები გართულებულ საერთაშორისო ასპარეზზე რა სურათი შეიძლება მივიღოთ?
– რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როცა ასეთ გადამწყვეტ მომენტში უკრაინისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა ჭიანურდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც სიტუაცია რუსეთს უკავშირდება. დახმარების აღმოჩენას აფერხებენ ტრამპისტები, რომლებიც არაერთხელ არიან შემჩნეული კრემლთან კავშირებში. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს წინააღმდეგობა დაიძლევა და უკრაინა მიიღებს იმ სახის შეიარაღებას, რომელიც ამ ომში მის გამარჯვებას სჭირდება.
„ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით თუ შევხედავთ, მთელ ამ ამბავში კარგი ისაა, რომ ევროპის ქვეყნები გამოფხიზლდნენ. თუ ისინი აქამდე უსაფრთხოების მხრივ უმეტესად აშშ-ზე იყვნენ დამოკიდებულები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ნაკლებად აინტერესებდათ, ახლა სიტუაცია შეიცვალა, მათ მკაფიოდ დაინახეს, რა შეიძლება ელოდეს ევროპას იმ შემთხვევაში თუ რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვი გამოვა გამარჯვებული.
ცხადია, ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოდ ვერავინ იგრძნობს თავს ევროპის კონტინენტზე. ყველა ხვდება, რომ თუ პუტინმა გაიმარჯვა, ის უკრაინაზე არ შეჩერდება და სხვა ევროპულ ქვეყნებსაც შეუქმნის საფრთხეს. ამიტომ ბოლო პერიოდში ვხედავთ არა მხოლოდ განცხადებებს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, არამედ დავინახეთ კონკრეტული ქმედებები, რისი მიზანიც უკრაინის დახმარებაა როგორც ფინანსურად, ისე – სამხედრო თვალსაზრისით და ეს უპირველეს ყოვლისა შეიარაღების მიწოდებას ეხება.
„ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით თუ შევხედავთ, მთელ ამ ამბავში კარგი ისაა, რომ ევროპის ქვეყნები გამოფხიზლდნენ. თუ ისინი აქამდე უსაფრთხოების მხრივ უმეტესად აშშ-ზე იყვნენ დამოკიდებულები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ნაკლებად აინტერესებდათ, ახლა სიტუაცია შეიცვალა, მათ მკაფიოდ დაინახეს, რა შეიძლება ელოდეს ევროპას იმ შემთხვევაში თუ რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვი გამოვა გამარჯვებული
თუმცა, ევროპა სამხედროზე მეტად ფინანსური ძალაა. მას შეუძლია უკრაინის სრული ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილება, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით მას ფიზიკურად არ გააჩნია იმ სახისა და რაოდენობის შეიარაღება, რომელსაც შეეძლება უკრაინის გამარჯვება. სწორედ ამიტომაა საჭირო აშშ-ს მხრიდან სამხედრო დახმარების აღმოჩენა.
– აშშ-ში, ევროკავშირში, უკრაინა-რუსეთის ომის ფრონტებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება რუსეთ-ირანის დაახლოება სხვადასხვა სფეროებში.
მართლდება პროგნოზი, რომ 2024 წელს და, დიდი ალბათობით, მომდევნო პერიოდშიც, რუსეთ-ირანის უპრეცედენტო დაახლოების მომსწრენი ვიქნებით.
არადა, ვხედავთ იმასაც რომ რუსეთს სურს ჩრდილოეთიდან სამხრეთით, კერძოდ მიმართულებით სამარშრუტო სატრანზიტო გზის გაკვალვა.
მოსკოვის ამ გეგმების მიუხედავად, სულ უფრო აქტუალური ხდება ჩინეთიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით პროდუქციის ევროპაში ტრანსპორტირება. „შუა დერეფანი,“ რომელშიც უპირველესად საქართველო მოიაზრება და, რომელზეც წლებია საუბრობენ, შესაძლოა, მალე ამუშავდეს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა პროცესებმა „შუა დერეფნის“ იდეის განხორციელებას პრობლემები შეუქმნას?
– ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალზედ მცირეა იმის შანსი, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუშალოს დერეფნის იდეას. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც, დიდი ომის კონტურები არ ჩანს. არც აშშ-ს და არც ირანს დიდი ომი არ სურთ.
დერეფანს ხელი ისევ ჩვენმა გაუმართავმა ინფრასტრუქტურამ შეიძლება შეუშალოს. სამწუხაროდ, ჩვენი რკინიგზისა და პორტების გამტარუნარიანობა მცირეა. ჩავარდა ანაკლიის პორტის პროექტი, რკინიგზა ვერ ატარებს დიდ ტვირთებს და საერთოდაც, წაგებაზე მუშაობს.
დერეფანს ხელი ისევ ჩვენმა გაუმართავმა ინფრასტრუქტურამ შეიძლება შეუშალოს. სამწუხაროდ, ჩვენი რკინიგზისა და პორტების გამტარუნარიანობა მცირეა. ჩავარდა ანაკლიის პორტის პროექტი, რკინიგზა ვერ ატარებს დიდ ტვირთებს და საერთოდაც, წაგებაზე მუშაობს… მხოლოდ ლაპარაკით საქმე წინ ვერ წავა
ცხადია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების გაზრდა. ამ თემებზე საუბარი აუცილებელია. მაგრამ, კიდევ უფრო მეტად საჭიროა კონკრეტული ქმედებები. ტვირთი არის, გეოგრაფიული მდებარეობაც კარგი გვაქვს და საჭიროა ქმედება. მხოლოდ ლაპარაკით საქმე წინ ვერ წავა.
„ინტერპრესნიუსი“