ზურაბ ბატიაშვილი – უკრაინის ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, ჩათვალა, რომ ახალი ენერგიაა საჭირო – გადადგნენ შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირები – რუსეთისგან დასაცავად დიდი რაოდენობით შეიარაღებაა საჭირო

სავარაუდოდ, უკრაინის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ახლა ახალი ენერგიაა საჭირო, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებებს.
როგორც ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკრაინის ხელმძღვანელობას აქვს ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი, შეარჩიოს ახალი სახეები შესაბამის თანამდებობებზე, რომელიც ქვეყანას რუსეთთან მიმდინარე ომში წაადგება.
„მართალია, მიზეზების თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუ რატომ გადადგა ერთდროულად ამდენი მინისტრი, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ომს და ომის წარმოებას უკავშირდება. სგან თავის დასაცავად და კონტრშეტევების განსახორციელებლად დიდი რაოდენობით შეიარაღება არის საჭირო. ვფიქრობ, ეს სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ერთი წლის წინ, ამ დროს ასევე თავდაცვის მინისტრიც გადადგა, ესეც რუსეთთან კავშირში იყო. ეს არის მთავარი საკითხი, რის გამოც ახლა ცვლილებების შეტანა საჭირო გახდა. საჭიროა ახალი ენერგია, ახალი ხედვები. ვფიქრობ, ეს ცვლილებებიც ამან განაპირობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მინისტრებს, რომლებიც გადადგნენ, ცოტა აქვთ გაკეთებული. საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან აქტიური იყო და უკრაინისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, მაგრამ როგორც ჩანს, უკრაინის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ახლა ახალი ენერგიაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ს აქვს ის რესურსი,რომ საკადრო ცვლილებები ისე განახორციელოს, რომელიც მას შემდგომ სიტუაციებში სჭირდება. ეს პერიოდი საკმაოდ დაძაბული და შეიძლება ითქვას, გარდამტეხი იქნება. ამიტომ, ბუნებრივად მეჩვენება, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
ზურა ბატიაშვილი მთავრობის წევრების უკრაინის პრეზიდენტ სთან შესაძლო დაპირისპირებას გამორიცხავს.
„არ მგონია, რომ პირადი დაპირისპირება ან პირადი ინტერესები იყოს. უფრო მგონია, რომ მთავარი საკითხი არის ამ ომში უკრაინის შესაძლებლობის უკეთესად გამოყენება. თუ შევხედავთ რომელი მინისტრები გადადგნენ, იყო შეიარაღებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი. მოგეხსენებათ, უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღი უნდა ეწარმოებინა და დიდი რაოდენობით შეიარაღება უნდა მიეღო, რომელთა მიღებაც სხვადასხვა მიზეზით ფერხდებოდა. ვფიქრობ, ეს არის ძირითადი საკითხი, რადგან ქვეყანა ომშია და გამარჯვებისთვის მას დიდი რაოდენობით შეიარაღება სჭირდება“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თანამდებობის დატოვების განცხადებით უკრაინის პარლამენტს მიმართა. მანამდე, უკრაინის ვიცე-პრემიერები გადადგნენ და გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა.