ზურაბ ბატიაშვილი: სწორედ ლეგიტიმაციის პრობლემა (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო არენაზე) იქნება ის, რაც მოუღებს კიდეც ამათ ბოლოს

“ქოცებს ლეგიტიმაციის ამბავში სერიოზული უკუსვლა აქვთ ბოლო თვენახევარში. თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო ათიოდე ქვეყანამ მაინც აღიარა, ყაველაშვილის “პრეზიდენტობა” მხოლოდ 4-მა ქვეყანამ ცნო.
ლეგიტიმაცია ახლა კი არა, შუა საუკუნეებშიც კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თუ არ გაღიარებდნენ კანონიერ მმართველად, ერთ დღესაც დაგამხობდნენ და არავინ გამოგესარჩლებოდა.
ამათ წიგნები არ აქვთ წაკითხული, მაგრამ ცხოველური ინსტიქტით გრძნობენ ამას. ამიტომაა ისტერიულად რომ დასდევენ ჟურნალისტებს კითხვით, თქვენ თუ გვაღიარებთო?)))
სწორედ ლეგიტიმაციის პრობლემა (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო არენაზე) იქნება ის, რაც მოუღებს კიდეც ამათ ბოლოს,” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა