აღმოსავლეთმცოდნე, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:
იქ, სადაც არაბული ქალაქი/ქალაქები აშენდება, ძალიან ბუნებრივია, რომ იქვე აშენდება არაბული სკოლები, ბაღები, მეჩეთები და ა.შ. შეუძლებელია, ესენი არ ეწეროს შეთანხმებაში.
მგონია, რომ სხვა რაღაცეებთან ერთად, ამასაც მალავენ ხელშეკრულების ტექსტის გასაიდუმლოებით…
და ამას, უპირველეს ყოვლისა, უმალავენ საკუთარ მომხრეებს.
აბა, როგორღა ისპეკულირონ “ენა, მამული, სარწმუნოებით”?!
ვიღაცამ შეიძლება თქვას, მერე ხომ მაინც გამოჩნდებაო. მომავლისთვის კი იმისი იმედი აქვთ, რომ ყოველგვარი პროტესტი ჩაკლული იქნება ამ ქვეყანაში.
ვერ ეღირსებიან!
ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მასშტაბური არაბული ინვესტიციები დააანონსა. როგორც კობახიძემ განმარტა, არაბული კომპანია Eagle Hills თბილისში 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს და დიდ საცხოვრებელ კომპლექსებს ააშენებს. საქართველოსა და არაბულ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.




