ზურაბ ბატიაშვილი – ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას, რომელიც დემოკრატიის გზიდან გადახვევის საკითხის საერთაშორისო დონეზე დადასტურებაა

დღეს ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას, რომელიც არის დემოკრატიის გზიდან გადახვევის საკითხის საერთაშორისო დონეზე დადასტურება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურაბ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურებს მის „ცივილიზაციურ არჩევანს და საქართველო ევროპული განვითარების გზას დაუბრუნდება“.
„ქვეყანაში აშკარად უკუსვლაა დემოკრატიის კუთხით. ამას მარტო მე არ ვამბობ, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და დამკვირვებლები ამბობენ. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება იმ თვალსაზრისით, რომ ეს აისახება ამ ქვეყანაზე. იგივე, ვნახეთ, რომ ევროკავშირთან ჩვენი გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, გაყინულია იმის გამო, რომ დემოკრატიის მხრივ გვაქვს უკუსვლა. სამწუხაროა, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს თავისი ისტორიული განვითარების გზაზე, საჭიროა, ქართველმა ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ საუკუნეების წინ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანი 26 ოქტომბერსაც კიდევ ერთხელ დადასტურდება და საქართველო ევროპული განვითარების გზას დაუბრუნდება“,- აღნიშნა ბატიაშვილმა.
რაც შეეხება პასუხს კითხვაზე რა ნიშნები არსებობს ქვეყანაში იმისა, რომ ის ავტოკრატიისკენ მიდის, ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ „ვხედავთ ყველა განსხვავებული აზრის ცალსახად მტრად გამოცხადების პოლიტიკას”.
„ერთი მხრივ, ეს არის შიდა პოლიტიკური საკითხები. ვხედავთ ყველა განსხვავებული აზრის ცალსახად მტრად გამოცხადების პოლიტიკას განურჩევლად პოლიტიკური პარტიისა, სფეროსი, რომელშიც ესა თუ ის ადამიანი მოღვაწეობს. ამასთან, ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას, რომელიც არის დემოკრატიის გზიდან გადახვევის საკითხის საერთაშორისო დონეზე დადასტურება”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება