ზურაბ ბატიაშვილი: აშკარაა, რომ დღის წესრიგში დგას სამხედრო ჩარევა, ტანკებით ირანში არავინ შევა, მაგრამ შეიძლება იყოს საჰაერო დაბომბვა – მესამე მსოფლიო ომია და მისი დასრულების შემდეგ ახალი წესრიგი უნდა დადგეს

რეალურად, რუსეთ-უკრაინის ომით დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, რომელსაც სხვადასხვა გამოვლინება აქვს – ახლა ეს არის მესამე მსოფლიო ომი და მისი დასრულების შემდეგ უნდა დადგეს ახალი წესრიგი, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი ირანში მიმდინარე პროცესებს ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დღეს ირანში მიმდინარე პროტესტი განსხვავდება წინა პროტესტებისგან, რადგან მას საგარეო განზომილება აქვს და „ადრე არ არსებობდა მოლოდინი, რომ გარედან მოხდებოდა ჩარევა“. ამას ბატიაშვილის თქმით, მოწმობს, -სა და ს ლიდერების განცხადებები.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ირანში დაიჭირეს აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი, მათ შორის, დამატებით გამოჩნდა სიკვდილით დასჯის ფაქტებიც, პროტესტი შედარებით შესუსტდა.
„ირანში მიმდინარე პროტესტი განსხვავდება წინა პროტესტებისგან. მნიშვნელოვანი განმასხვავებელი არის ის, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესით დაიწყო და შემდეგ აჰყვა ახალგაზრდობა, თუმცა აქაც უკვე დაიწყო პროტესტმა დაღლა. გასაგებია, რომ ირანიდან ინფორმაციის 90%-ი არ გამოდის, რადგან ინტერნეტის სერიოზული შეზღუდვაა. რაც გამოდის იმ ინფორმაციიდან უკვე შეინიშნება დაღლა, რადგან მოხდა დიდი რაოდენობით აქციის მონაწილეების დაჭერა, საუბარია სიკვდილის დასჯაზეც. ხედავენ, რომ შედეგი არ არის, იარაღი არავის არ აქვს… კიდევ ერთი სერიოზული საკითხი არის ის, რომ ახლა პროტესტს აქვს საგარეო განზომილება. ადრე არ იყო არანაირი მოლოდინი იმისა, რომ გარედან მოხდებოდა ჩარევა. ახლა ეს მოლოდინები არის, როგორც ს, ისე -ს ხელმძღვანელების განცხადებებით. ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მოხდეს შეთანხმებული მოქმედება გარე და შიდა ძალების მხრიდან. წინა პროტესტების მაგალითებით, მხოლოდ შიდა ძალებზე დაყრდნობას შედეგები არ მოჰყოლია.
გარე ჩარევის სხვადასხვა სახეობა არსებობს. აშკარაა, რომ დღის წესრიგში დგას სამხედრო ჩარევა. ეს არ იქნება ინტერვენცია კლასიკური გაგებით, ტანკებით ირანში არავინ შევა. ირანი არ არის ვენესუელა, სპეცოპერაციის ჩატარება ძალიან ძნელია, მაგრამ შეიძლება იყოს საჰაერო დაბომბვები კონკრეტული უწყებების, კონკრეტული დაწესებულებების“,- აცხადებს ბატიაშვილი.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსოფლიო წესრიგი დაინგრა ს მიერ ში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან და დასძენს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი გარდაუვალია, მაგრამ წესრიგის ზუსტი ფორმა უცნობია.
ბატიაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა არამდგრადია, წესები ძველისგან განსხვავებულია და მომავალი უცნობია.
„ახლა არის მერყეობა და დიდი კატაკლიზმები იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წესი როგორი იქნება, ჯერ არავინ არ იცის. ისიც არავინ არ იცის, როდის დადგება, არის სრული ქაოსი. ის განცხადება, რომელიც 5 წლის წინ იყო წარმოუდგენელი, დღეს ჩვეულებრივ ამბად იქცა. არა მხოლოდ განცხადებები, არამედ ქმედებებიც. ვინ წარმოიდგენდა ვენესუელაში კი არა ვერც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი მოეტაცებინათ და წაეყვანათ. ასეთი რამ არ მოხდებოდა, მაგრამ ახლა სხვა დრო არის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რეალურად რუსეთ-უკრაინის ომით დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, რომელსაც სხვადასხვა გამოვლინება აქვს. პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მაშინაც არ ამბობდნენ „პირველ მსოფლიო ომს“. ახლა ეს არის მესამე მსოფლიო ომი და მისი დასრულების შემდეგ უნდა დადგეს ახალი წესრიგი. როგორი იქნება ახალი წესრიგი და როდის დადგება არავინ არ იცის“,- განაცხადა ბატიაშვილმა.