ზურაბ ბატიაშვილი: ამიტომ გილოცავთ ევროპის დღეს!

“ისევ 9 მაისის შესახებ:
რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გავიხსენოთ ნებისმიერი ბოროტების (მათ შორის ფაშიზმის) წინააღმდეგ მებრძოლი გმირები. ოღონდ, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი.
გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტი ძალაში შევიდა 8 მაისს 23:01 სთ-ზე ცენტრალური ევროპული დროით. ამ დროს კი მოსკოვში უკვე 9 მაისის 00:01 სთ იყო.
თუმცა, საომარი მოქმედებები არც ამ დროს დასრულებულა, რადგან საბჭოთა კავშირი, როგორც მონღოლური ურდოთა “ღირსეული მემკვიდრე”, 15 მაისამდე განაგრძობდა შეტევებს იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები ჩაეგდო ხელში ცენტრალურ ევროპაში.
სსრკ-ს ისეთ სატელიტ ქვეყანაშიც კი, როგორიც ოკუპირებული გდრ (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) იყო, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისი აღინიშნებოდა.
9 მაისის აღნიშვნა წმინდა წყლის საბჭოთა და დღეს უკვე პრორუსული მოვლენაა. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 9 მაისს აღნიშნავენ ძირითადად პრორუსული ქვეყნები. მის აღნიშვნაზე ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებიდან უარი თქვეს ბალტიის ქვეყნებმა, მ და მოლდოვამ.
ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა აღინიშნოს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოკუპანტი ქვეყნის დროით.
ფაშიზმმა და ბოლშევიზმმა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამიტომ ბოლშევიზმიც ისეთივე დანაშაულია, როგორიც – ფაშიზმი!
9 მაისი კი ევროპის დღეა, რადგან შუმანმა სწორედ 1950 წლის 9 მაისს წამოაყენა იდეა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირს!
ამიტომ გილოცავთ ევროპის დღეს!” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.