ზურაბ აზარაშვილი – უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე ონკოქირურგიის სერვისები , – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, უწყება, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს.
ზურაბ აზარაშვილმა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, საერთაშორისო თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სერვისის განვითარებას.
მისივე თქმით, სამინისტრომ დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც უცხოეთის წამყვან კლინიკებში, ონკოლოგიის მიმართულებით, ახალგაზრდა ექიმების გადამზადებას გულისხმობს.
„უნდა აღინიშნოს 2023 წელს დაწყებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ესპანეთის, სა და თურქეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამით ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“, – გამაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი – სტაციონარში დარჩენაზე უარი მითხრეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში