ზურაბ ადეიშვილი, ივანიშვილი და ქართველი მებრძოლები – სუსში დაბარებების სერია გრძელდება

უკრაინაში მებრძოლი ლაშა რუხაია თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოიკითხა – ქართველი ჯარისკაცის და საკრებულოს დეპუტატის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
როგორც ლაშა რუხაია ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, სუს-ი დაინტერესდა იმით, აქვთ თუ არა კომუნიკაცია ში ქართველ მებრძოლებს ზურაბ ადეიშვილთან.
ლაშა რუხაიას ცნობით, კითხვები ასევე ქართული ლეგიონის ხელმძღვანელ სა და მიხეილ ბატურინის შესახებაც დაუსვეს.
მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს ბატონი და ამ გადატრიალების მუხლებზე მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ასე მიბარებს სუს-ი. ვიღაცებს იცნობ თუ არაო, ზოგიერთს ვიცნობ ინტერნეტით, არასდროს შევხვედრილვარ. ვინც დაიბარეს, იმათ ვიცნობით. ერთ-ერთი ჩემი მეგობარია ლაშა ჭიღლაძე, რამდენიმეს არ ვიცნობდი. აინტერესებს, ვინ იყო ჩემი მეგობარი უკრაინაში. ბატონ მიშა ბატირენთან ვმეგობრობ თუ არა, ვმეგობრობ წლებია. ბატონი მამუკა მამულაშვილი იყო თუ არა ლეგიონის ხელმძღვანელი. რაღაც უაზრო კითხვები იყო”, – ამბობს ლაშა რუხაია.